სტუ პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელსაც ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაში მიენიჭა.
ABET არის ამერიკული არასამთავრობო სააკრედიტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც, უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერაა.
ABET აკრედიტაცია არის ერთგვარი გარანტი იმის, რომ უნივერსიტეტი ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგში. ის Კკურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, რეალიზდნენ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე, რადგან ABET-ის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა ერთგვარი ,, GOLDEN TICKET” - ია ყველა ორგანიზაციაში.
ბიოსამედიცინო ინჟინერია იმდენად სპეციალიზებული მიმართულებაა, რომ სტუდენტები და აბიტურიენტები ხშირად უპირატესობას მის საზღვარგარეთ შესწავლას ანიჭებენ. ეს პროცესი დიდ ხარჯებთან და სხვა ბიუროკრატიულ საკითხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოში ისეთი უმაღლესი ხარისხის საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამების არსებობა, რომლებიც სტუდენტს უქმნის დამატებითი აქტივობების განხორციელების, ინოვაციური და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობებს.
ABET აკრედიტებული პროგრამების ფარგლებში, ყოველწლიურად, 175 000-ზე მეტ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, ისწავლოს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University), კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (California Institute of Technology) და სხვა.