საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


1. მენეჯერს ნიშნავს და ანთავისუფლებს რექტორი.  
    2.
მენეჯერი: 
  ა) ახდენს შრომის ბაზრის მარკეტინგულ და პროგნოზულ ანალიტიკურ კვლევას,  რის  საფუძველზეც ადგენს საგანმანათლებლო პროგრამებისადმი წარდგენილ მოთხოვნათა ნუსხას   საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით; 
  ბ) ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ფინანსურ და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის ზედამხედველობას; 
   გ) ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესრულების მიზნით,  ადგენს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის ყოველწლიურ გეგმას და პასუხისმგებელია მისი შესრულების მიზნობრიობასა და ეფექტიანობაზე; 

   დ)  დეკანთან შეთანხმებით ადგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს; 
   ე) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის შესრულების ეფექტიანობასა და მიზნობრიობაზე; 
   ვ)  კოორდინაციას უწევს სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის,  სტაჟირებისა და მათი შემდგომი დასაქმების   პროცესს; 
   ზ) ახორციელებს ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 3.მენეჯერი ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს,  რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის წინაშე.