ღია კონკურსი სტუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

ღია კონკურსი სტუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

29-05-2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგიერთი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სამეცნიერო საბჭო აცადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის -  თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა, №4, ოთახი № 202.

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი - თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №5, ოთახი 102, ტელ. 2188677, პასუხისმგებელი პირი: გიორგი მუმლაძე, მობ. 598429833.

3. საქართველოსტექნიკურიუნივერსიტეტისნაგებობების, სპეციალურისისტემებისდასაინჟინროუზრუნველყოფისინსტიტუტი -  თბილისი, კოსტავასქ. #68, ოთახი # 609.

4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სინსტიტუტი ტექინფორმი - თბილისი, კოსტავას ქუჩა №47, მე-6 სართული, ოთახი #18, ტელ. 2335122.  

5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი - თბილისი,სარაჯიშვილის1ა, მე-2 სართული, ოთახი 1. ტელ   -  593455037, პასუხისმგებელი პირი: ლეილა  ზვიადაძე.

6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტი - თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი, 17, პირველი სართული.

7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისარჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინტიტუტი - თბილისი, მინდელის ქ. #10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ: 2 31 98 74, პასუხისმგებელი პირი: ქეთევან კვირიკაშვილი.

8. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი  - თბილისი 0159, სოფ. დიღომი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინოს ქ.#1.

I. განცხადებების მიღებისა და კონკურსების ჩატარების ვადები

1. კონკურსანტების განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2-3 ივლისს 1000-დან 1700-მდე ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

2. კანდიდატების სამოქმედო პროგრამის მოსმენა სამეცნიერო საბჭოს მიერ დანიშნულია 2018 წლის 5 ივლისს. ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებელადსამეცნიერო საბჭოში არჩევნები გაიმართება 2018 წლის 6 ივლისს, არჩევნების შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება იმავე დღეს. შედეგები განთავსდებაინსტიტუტის/ცენტრის შენობაშითვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის/ინსტიტუტის ვებგვერდზე. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით გან¬ცხა¬დე¬ბე¬ბი/სა-ჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება მიმდინარე წლის 10 ივლისის ჩათვლით.

3. დირექტორის შერჩეულ კანდიდატურას ინსტიტუტის/ცენტრის სამეცნიერო საბჭო დასამატკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. 

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსისძირითადი პირობები:

ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტიტუტის/ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.) და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის წესდებით.

2. კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო პირობები განთავსდება უნივერსიტეტის/ინსტიტუტის/ცენტრიდ  ვებგვერდზე.

3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი კონკურსანტის განცხადება და ანკეტა (ფორმები იხილეთ ინსტიტუტის/ცენტრის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინ¬¬ფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3x4;

ზ) სამოქმედო პროგრამა.

4. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე.

2. სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაცი¬ისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან; სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქ¬ტივობები, მიღწევები, კვალიფიკაცია, გამოცდილება და დამსახურება; კონკურსანტთან/კონკურსანტებთან ჩატარებული ინტერვიუს შედეგები (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით).

3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.


სიახლეებში დაბრუნება