სტუ ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

სტუ ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

 

სტუ ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

29-03-2024
სტუ ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელის, ოზურგეთის საპატიო მოქალაქის, თბილისის სავიზიტო ბარათის - პირველი კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორის ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანს, პროფესორ ნიკა შავიშვილს, ლიანა შეწირულის აღზრდილებს, ოჯახს.

„ლიანა შეწირული ნახევარ საუკუნეზე მეტი, 1952 - 2005 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამ პერიოდში მის მიერ აღრზდილ იქნა საქართველოს მრავალი სასახელოვანი შვილი - გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები, მეცნიერები, კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლები, ღირსეული მოქალაქეები. წლების განმავლობაში იკავებდა საარჩევნო თანამდებებს საქართველოსა და თბილისის წარმომადგენლობით ორგანოებში, იყო მრავალი საერთშორისო კონგრესის, კონფერენციისა და სიმპოზიუმის დელეგატი და წამყვანი.

ლიანა შეწირულის სახელი არასდროს დაავიწყდება საზოგადოებას, რამეთუ, მისი ძალისხმევით საქართველოს, თბილისს შეუნარჩუნდა 1991-92 წლებში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დანგრეული კლასიკური გიმნაზიის ისტორიული შენობა.

სწორედ ლიანა შეწირულის დამსახურებაა 1995 წლის 1 სექტემბერს აღდგენილი შენობის საზეიმო გახსნა. განახლებულმა პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ გააგრძელა მემკვიდრეობით მიღებული საუკეთესო ტრადიციები. აღდგენილ იქნა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, რომელიც კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის. განახლდა სკოლის მუზეუმი, სასწავლებელში მოქმედებს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1994 წლიდან თბილისის კლასიკური გიმნაზია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიას, ამ სახელოვან, დიდი ისტორიის მქონე სკოლას 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლიანა. გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ იმ თაობებს, რომლებიც ამ პერიოდში სწავლობდნენ გიმნაზიაში.

მშვიდობით, ქალბატონო ლიანა! მსუბუქი იყოს თქვენთვის ქართული მიწა!“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

სიახლეებში დაბრუნება