რატომ სტუ?

 

რატომ სტუ?

04-03-2024
რატომ სტუ?
  • ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანი
  • სტუ-ში დღეისათვის 13 ფაკულტეტი,  14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1 ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს რომ აბიტურიენტს  ფაკულტეტების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით.

  • განათლების მიღების ხელმისაწვდომობა
    1. სტუ-ში მოქმედებს უფასო პროგრამები, რომლებიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.
    2. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის.
    3. სტუ-ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებს, სწავლის საფასურის გადახდას  ინდივიდუალური გრაფიკით შეძლებს.  ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის მენეჯერს.
    4. წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი სახელობით სტიპენდიას უნიშნავს.

  • გაცვლითი პროგრამები
  • სტუ-ის მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტებს  შეუძლიათ განახორციელონ  მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა.

  • დასაქმება
  • სტუ ორიენტირებულია როგორც სტუდენტთა განათლებაზე, ისე მათ კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაზე. ამისთვის, უნივერსიტეტში შექმნილია კარიერული განვითარების სამსახური, რომელსაც საქართველოში არსებულ თითქმის ყველა წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

    სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება (ხშირ შემთხვევაში ანაზღაურებადი) პარტნიორ ორგანიზაციებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, ისინი კარიერას ხშირ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში განაგრძობენ.

  • სტუდენტური ცხოვრება
  • სწავლის პარალელურად, სტუ-ის სტუდენტები ჩართულები არიან მრავალ სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებაში.

    უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის, ფეხბურთის, ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, ბილიარდის, ჭადრაკის, შაშის, სამბოს, ბოულინგის, ფრენბურთის,  თოვლისა და ქვიშის ფრენბურთის სპორტული გუნდები და კალათბურთის ნაკრები. სტუ-ის სპორტის ამ სახეობებში, არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მოპოვებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    სახელგანთქმულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრი „მოდინახე“, ვაჟთა კაპელა,  „გპეის ჯაზ ოერკესტრი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტ გოგონათა ანსამბლი „ქალდეა“ და სხვა  მუსიკალური ჯგუფები.

  • ინფრასტრუქტურა
  • სტუ-ის ლაბორატორიები აღჭურვილია ევროპის ხარისხის შესაბამისი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნოლოგიებით, რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მიიღოს და 700-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაო ჩაატაროს.


    სიახლეებში დაბრუნება