გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

 

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

19-10-2023
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

საქართველოს ბანკის სტიპენდია

აპლიკაციების მიღება 2023 წლის 11 ოქტობრიდან
საქართველოს ბანკისა და საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის თანამშრომლობის პირობებში მოტივირებულ, ლიდერული თვისებების მქონე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში, მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 4 სტიპენდიატი

მონაწილეობის მოთხოვნები:

● აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
● ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
● დასრულებული ქონდეს ბაკალავრიატის სწავლების პირველი წელი;
● აპლიკანტი უნდა ირიცხებოდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე:

სამშენებლო ფაკულტეტი
1) მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი
2) სამოქალაქო ინჟინერია

ენერგეტიკის ფაკულტეტი
1) საინჟინრო მენეჯმენტი
2) ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
1) ფარმაცია
2) სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია
3) ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი
1) საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია
2) ლოგისტიკა
3) სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
4) საავიაციო ინჟინერია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
1) სამართალი
2) საერთაშორისო ურთიერთობები

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი

1) მოდის დიზაინის ტექნოლოგიები

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
1) ინფორმატიკა
2) კომპიუტერული ინჟინერია
3) კომპიუტერული მეცნიერება
4) ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი პროგრამა)
5) კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი პროგრამა)

დიზაინის საერთაშორისო სკოლა
1) დიზაინი (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
1) ბიზნესის ადმინისტრირება
2) საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები
3) საჯარო მმართველობა
4) სასტუმროს მომსახურება

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
1) საზოგადოებასთან ურთიერთობა
2) ევროპისმცოდნეობა
3) ეკონომიკა
4) არქეოლოგია
5) ჟურნალისტიკა

დამატებით, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 1 სტუდენტისთვის მოქმედებს „გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია“.

აპლიკაციების მიღების პროცესი
დაინტერესებულ მონაწილეებს აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ 2023 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგი დოკუმენტებით:

● პირადობის მოწმობის ასლი
● ცნობა ფაკულტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
● აკადემიური შეფასება
● სამოტივაციო წერილი
● რეკომენდაცია

შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

მონაწილე შეფასდება როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე დაფინანსების მიღების საჭიროებით, ლიდერის როლითა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით.
შეფასების კრიტერიუმები გასაუბრებისას
მონაწილის შეფასების პროცესში გათვალისწინებული იქნება პერსონალური მოტივაცია / მიზნები, ლიდერობის თვისებები, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის შექმნა-წარდგენის უნარები.

კომისიის წევრები

გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იქნებიან როგორც უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.

თარიღები:

აპლიკაციის მიღება: 11 ოქტომებრი - 22 ოქტომბერი;
პირველი ეტაპი: 23 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი;
გასაუბრება: 22 ნოემბერი - 4 დეკემბერი;
შედეგების გამოცხადება: 8 დეკემბერი;

პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:

აკადემიური მიღწევა (50 ქულა): აპლიკანტის GPA ან ექვივალენტური აკადემიური ქულები.
ლიდერობა (50 ქულა): განმცხადებლის დემონსტრირებული ლიდერობა. ეს შეიძლება იყოს ლიდერის როლები საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კლუბებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სპორტულ გუნდებში ან სხვა ჯგუფურ აქტივობებში.

გასაუბრების კრიტერიუმები

კომუნიკაციის უნარი (25 ქულა): კანდიდატის უნარი გამოხატოს იდეები ნათლად და ეფექტურად.
პერსონალური მოტივაცია და მიზნები (20 ქულა): განმცხადებლის მოტივაცია არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს მათ პასუხებს კითხვებზე მათი აკადემიური და კარიერული მიზნების, სფეროსადმი მათი ინტერესისა და მათი გრძელვადიანი მისწრაფებების შესახებ.
ლიდერობის თვისებები (30 ქულა): ლიდერული უნარების დამადასტურებელი მტკიცებულებები. წინა გამოცდილება ლიდერის როლებში და როგორ გაუმკლავდა კონკრეტულ გამოწვევებს.
პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (25 ქულა): კანდიდატის პროფესიული ქცევა, თავდაჯერებულობა და ოფიციალური ინტერვიუში ჩართვის უნარი.

რეგისტრაცია

სიახლეებში დაბრუნება