ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის მსმენელთა რეგისტრაცია

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის მსმენელთა რეგისტრაცია

 

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის მსმენელთა რეგისტრაცია

14-03-2024
ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის  მსმენელთა რეგისტრაცია

სტუ - ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის  საგაზაფხულო სესიისთვის  მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

სესიები უფასოა და მასზე დასწრება შეუძლია, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის 9 - 12 კლასის მოსწავლეს.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2024 წლის 25 მარტამდე,  სარეგისტრაციო ბმული

საშუალო სკოლების მიერ, სესიაში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფური სარეგისტრაციო თხოვნა უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: m.mikelashvili@gtu.ge

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს  იმ მნიშვნელოვანი უნარებს უმუშავებს, რაც პროფესიის სწორად არჩევაში დაეხმარებათ.

ცენტრის  მიზანია, ხელი შეუწყოს თავისუფალი , კონკურენტუნარიანი, მიზანდასახული თაობის ჩამოყალიბებას; თითოეულ მოზარდს  დაეხმაროს შექმნას საკუთარი წარმატების ისტორია.

ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის პროგრამის დასრულების  შემდეგ,  მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

საგაზაფხულო სესია 30 მარტიდან - 11 მაისს  ჩათვლით გაგრძელდება. ექვსკვირიანი ტრენინგები, შაბათობით, 2 აკადემიური საათის განმავლობაში ჩატარდება.

 

სიახლეებში დაბრუნება