საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ინოვაციის დასახელება: ადგილობრივი იაფფასიანი ნედლეულის ბაზაზე თბოსაიზოლაციო და სამშენებლო კონსტრუქციული მასალების წარმოება მაღალტემპერატურული თბური დამუშავებით
 
მოკლე ანოტაცია: ადგილობრივი იაფფასიანი ნედლეულის, მდინარეების_ინწობისა და დურუჯის ხეობებში არსებული 2600 მლნ მ3 თიხოვანი ფიქალების ბაზაზე დამუშავებული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შეიქმნას მაღალტემპერატურული ღუმელი, რომელიც უზრუნველყოფს დაბალი თბოგამტარების და დაბალი კუთრი წონის მქონე, ფოროვანი სამშენებლო- საიზოლაციო და სამშენებლო კონსტრუქციული მასალების წარმოებას, რომლებითაც შესაძლებელია შეიცვალოს მშენებლობაში გამოყენებული არასტანდარტული ბეტონის ბლოკები.  
 
ინოვაციის დასახელება: თბოენერგეტიკული დანადგარები წვრილფრაქციული ქვანახშირისათვის
 
მოკლე ანოტაცია:  დანადგარი აღჭურვილია მართვის სისტემით, რომელიც აკონტროლებს ტემპერატურულ რეჟიმს, ახორციელებს საწვავის მიწოდებასა და ნაცრის გამოტანას ავტომატურ რეჟიმში. Dწვრილფრაქციული ნახშირების წვა მიმდინარეობს სტაციონარულ მდუღარე ფენაში ატმოსფერული წნევის პირობებში. საწვავი _ ტყიბულის წვრილფრაქციული ქვანახშირი; სიმძლავრე _ 50 –÷5000კვტ.; ტექნოლოგია _ დაბალტემპერატურულ მდუღარე შრეში წვრილფრაქციული ქვანახშირის წვის პროცესი მიმდინარეობს 900°C - ტემპერატურაზე, რითაც შემცირებულია აზოტის ჟანგეულების გაფრქვევა ატმოსფეროში. წვის პროცესი ავტომატიზებულია, მოითხოვება 12 საათში ერთხელ ბუნკერში ქვანახშირის ჩაყრა; გამოყენების სფერო _ საზოგადოებრივი დაწესებულებები, სკოლები, საცხოვრებელი ბინები, სათბურები, მეცხოველეობის და მეფრინველეობის მეურნეობები.
  
ინოვაციის დასახელება: ახალი თაობის მაღალეფექტური უზეთო კომპრესორი
 
მოკლე ანოტაცია:  კომპრესორი აწარმოებს მაღალი სისუფთავის შეკუმშულ ჰაერს მედიცინაში, კვების, ქიმიურ და ფარმაცევტულ მრეწველობაში გამოსაყენებლად. ყველგან, სადაც ტექნოლოგიური პროცესის პირობების დასაცავად, აუცილებელია სუფთა შეკუმშული გაზები (მრეწველობის მრავალ დარგში: ქიმიური, ფარმაცევტული, კვების და სხვ. მედიცინაში: სტომატოლოგია და სხვ.) გამოიყენება შეზეთვის გარეშე მომუშავე კომპრესორები. ასეთი მანქანები საკმაოდ ძვირადღირებულია, ხოლო მათი მუშაობის რესურსი და ენერგეტიკული ეფექტურობა საკმაოდ დაბალი, მშრალი სრიალის ხახუნის არსებობის გამო. ჩვენს მიერ შემუშავებულია დგუშ ცილინდრის ჯგუფი, რომელშიც სრიალის ხახუნი მთლიანად შეცვლილია გორვის ხახუნით. ასეთი კვანძის ბაზაზე აგებულ მანქანაში, არსებულ ანალოგებთან შედარებით, რემონტამდე მუშაობის რესურსი გაზრდილია 4-5-ჯერ, ხოლო ენერგეტიკული ეფექტურობა – 15-30%-ით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შედარებით ხანგრძლივი მუშაობის რესურსის მქონე და ენერგეტიკულად ეფექტური, შეზეთვის გარეშე მომუშავე კომპრესორის სერიული წარმოება.
  
ინოვაციის დასახელება: ბუნებრივი გაზის მაღალი წნევის კომპრესორი
 
მოკლე ანოტაცია: შემუშავებულია დაბალი თვითღირებულების მქონე და მაღალი საექსპლუატაციო პარამეტრებით გამორჩეული საკომპრესორო დანადგარი. დანადგარის ტექნიკური მახასიათებლები მორგებულია საქართველოს პირობებზე (დაბალი შეწოვის წნევა და ა.შ.). აღნიშნული დანადგარი შეუცვლელი იქნება ქალაქის პირობებში ბუნებრივი გაზის დაბალი წნევის ქსელზე მაღალეფექტური ავტოგაზგასამართი სადგურების და მათი ქსელის ორგანიზებისას.