საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ინოვაციის დასახელება: ვიბროაღმგზნებიანი ელექტრომაგნიტური ვიბრომკვებავი
 
მოკლე ანოტაცია: ახალი ვიბრომკვებავი აღჭურვილია მუშა ვიბრაციების ფორმების რეგულირებადი ვიბროამძრავით, რითაც მიიღება მუშა ვიბრაციების სხვადასხვა ფორმები ცალკეული სახის გადასაადგილებელი და დასახარისხებელი (ნაწილაკების ფორმის, სინოტივის, სიმკვრივის და ა.შ. მიხედვით) მასალებისათვის; ვიბრაციის ოპტიმალური პარამეტრების შერჩევით მნიშვნელოვნად გადიდდება მწარმოებლობა.
 
ინოვაციის დასახელება: ფთორიანი ნატურალური სასმელი წყლის გამოყენების პერსპექტივები საქართველოში
 
მოკლე ანოტაცია: სასმელ წყლებში ბიოლოგიურად აქტიური ელემენტის ფთორის როგორც ჭარბ, ისე უმნიშვნელო შემცველობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს,, რადგან მისი მცირე შემცველობის დროს ჩნდება კბილის კარიესი, ხოლო სიჭარბის დროს ძვლის დაავადება ფლუაროზი. კარიესით დაავადება ენდემური დაავადებაა და ჩვენშიც ფართოდაა გავრცელებული.. მის საწინააღმდეგოდ იყენებენ სხვადასხვა კბილის პასტებს, რაც არაეფექტურია, ან ახდენენ (ამერიკაში) წყალსადენის ფთორირებას, რასაც სირთულის გამო ჩვენთან ვერ მიმართავენ.
 
ინოვაციის დასახელება: მილსადენების კოროზიის საწინააღმდეგო დამცავი შრის შექმნა ბუნებრივი მასალებით
 
მოკლე ანოტაცია: შემუშავებულია ეროზიული ფერდობების დამაგრება-რეკულტივაციის პრინციპულად ახალი მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი მჭიდი მასალების გამოყენებაზე. 1998 წელს სპეციალურად ამ მიზნით ყაზბეგის რაიონში ჩატარებულმა საველე ექსპერიმენტმა უჩვენა, რომ აღნიშნული მეთოდი ბევრად უფრო ეფექტურია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მიერ ამავე ხეობაში ჩატარებულ ღონისძიებებთან შედარებით, გაცილებით მაღალია ჩვენი მეთოდის შედეგიანობა, იგი ნაკლებად შრომატევადია და შესაბამისად იაფი.
 
 
ინოვაციის დასახელება: ეროზიული ფერდობების სტაბილიზაცია, რეკულტივაცია, რესტავრაცია
 
მოკლე ანოტაცია: ფერდობის დამაგრება და მასზე სტაბილური ბალახოვანი საფარის შექმნა, რასაც დროთა განმავლობაში ნიადაგისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისების ჩამოყალიბება უნდა მოჰყვეს.
შემოთავაზებული მეთოდით ფერდობის დამუშავების საწყისი სტადიის დასრულებისათვის საჭირო დრო 2 კვირიდან 2-3 თვემდეა, რაც შეუდარებლად უფრო მცირე ხანგძლივობაა დღეისათვის არსებულ სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით, რომელთა მიხედვით ფერდობის კონსერვაციისა და ბალახოვანი საფარის წარმოქმნისათვის საჭირო დრო 2,5-3 წელიწადით განისაზღვრება.