სტუდენტთათვის
01
აპრ
ყურადღება
ცვლილებები შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებში
„საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები (იხილეთ ბმული ცვლილებებსა და სრულ ვერსიაზე)
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები. (იხილეთ ბმული ცვლილებებსა და სრულ ვერსიაზე)
„საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები (იხილეთ ბმული ცვლილებებსა და სრულ ვერსიაზე)
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები. (იხილეთ ბმული ცვლილებებსა და სრულ ვერსიაზე)
06
მარტ
ვაკანსია
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟიორების შესარჩევად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის სამმართველოში, და ასევე ადამიანური რესურსების სამმართველოში.
დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 6-20 მარტის ჩათვლით, ვებგვერდი www.hr.gov.ge -ს მეშვეობით უნდა ატვირთონ:
1. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. CV ქართულ ენაზე;
3. 2 (ორი) რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: http://eqe.ge/res/docs/167.pdf
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 6-20 მარტის ჩათვლით, ვებგვერდი www.hr.gov.ge -ს მეშვეობით უნდა ატვირთონ:
1. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. CV ქართულ ენაზე;
3. 2 (ორი) რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: http://eqe.ge/res/docs/167.pdf
გისურვებთ წარმატებებს!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ინოვაციის დასახელება: აბონენტებთან ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა
მოკლე ანოტაცია: განკუთვნილია აბონენტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის (ბუნებრივი გაზის, წყლის) აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის. აბონენტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის (ბუნებრივი აირის, წყლის) აღრიცხვისათვის დღეს საქართველოს რეალობაში გამოიყენება ე.წ. „ხელის მრიცხველის“ სისტემა.
შემოთავაზებულია აბონენტებთან ანგარიშსწორების არსებული სქემების გაუმჯოსებესება, როცა „მრიცხველის წამკითხველის“ ძირითად სამუშაო ინსტრუმენტს წარმოადგენს ჯიბის კომპიუტერი. „მრიცხველის წამკითხველის“ ჯიბის კომპიუტერი და ბიზნეს-ცენტრის პერსონალური კომპიუტერი ქმნიან ერთიან სისტემას, რომელიც ინტეგრირებული უნდა იყოს არსებულ ბილინგის სისტემაში.
შემოთავაზებული სქემით „მრიცხველის წამკითხველი“, „ოპერატორი“ და „ქვითრების დამრიგებელი“ ერთი და იგივე პიროვნებაა. სამივე ეს პროცესი დროში შეთავსებულია.
ინოვაციის დასახელება: დისტრიბუციის ავტომატიზებული სისტემა Pocket PC-ის ბაზაზე
მოკლე ანოტაცია: მობილური დისტრიბუცია მომსახურების და გადახდის ფორმებიდან სავაჭრო აგენტსა და კლიენტს შორის და სავაჭრო აგენტსა და სადისტრიბუტორო კომპანიას შორის მოითხოვს რთულ პროცედურებს აღრიცხვისა და ანგარიშსწორების თვალსაზრისით, ამიტომ ამ პროცესის გამარტივების და საიმედობის ამაღლების მიზნით შემოთავაზებულია დისტრიბუციის ავტომატიზებული სისტემა Pocket PC-ის ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს:
-
თითოეული სავაჭრო აგენტისათვის საქონლის მიღების აღრიცხვას დისტრიბუტორის საწყობიდან;
-
სავაჭრო აგენტის მიერ კლიენტებზე საქონლის მიწოდებას და აღრიცხვას;
-
ანგარიშსწორების პროცესის ავტომატიზაციას სავაჭრო აგენტსა და კლიენტს შორის;
-
კლიენტის მიერ გადახდის სხვადასხვა ფორმას (წინასწარ, საქონლის მიღების მომენტში, საქონლის მიღების შემდგომ);
-
კლიენტთან ფინანსური ბალანსის ოპერატიულ გამოყვანას;
-
სავაჭრო აგენტისათვის სასაქონლო და ფინანსური ბალანსის გამოყვანას საჭიროების მიხედვით;
-
ცალკეული სავაჭრო აგენტებიდან სასაქონლო და ფინანსური ანაგარიშების ერთიან ბაზაში თავმოყრას და დისტრიბუტორისათვის ჯამური ბალანსების გამოყვანას;
-
კლიენტებთან სავაჭრო ოპერაციების დოკუმენტირებას, სავაჭრო აგენტების Pocket PC-ებში მონაცემთა ბაზის (საქონლის დასახელება, ფასები, კლიენტები და ა.შ.) განახლებას.
ინოვაციის დასახელება: ენერგოობიექტების მონიტორინგისა და მართვის სისტემა
მოკლე ანოტაცია: სისტემა განკუთვნილია ენერგოობიექტების: მაღალი ძაბვის ქვესადგურების, ჰიდროსადგურების, ენერგოტევადი სამრეწველო ობიექტების კვების ელექტრული პარამეტრების გაზომვის, ვიზუალიზაციისა და მონიტორინგისათვის; ამომრთველების და გამთიშველების კომპიუტერული მართვისათვის. სისტემის ფუნქციონირება ეყრდნობა მულტიფუნქციური ციფრული გამზომი ხელსაწყოების გამოყენებას, ხოლო მართვის ნაწილში განხორციელებულია განაწილებული სისტემის არქიტექტურით.
ინოვაციის დასახელება: სამგანზომილებიანი საათი
მოკლე ანოტაცია: სამგანზომილებიანი საათი მიეკუთვნება უციფერბლატო საათებს. იგი დეკორატიული დანიშნულებისაა და განკუთვნილია ორგანიზაცია-დაწესებულების ფოიებში და სკვერებში გამოყენებისათვის.
შემოთავაზებული სამგანზომილებიანი საათი შედგება ვერტიკალურად დაყენებული და სექტორებად დაყოფილი სამი ცილინდრისაგან. ქვედა ცილინდრი არის საათების მაჩვენებელი და შედგება 11 სექტორისაგან. შუათანა ცილინდრი არის ხუთწუთიანი მაჩვენებელი და შედგება 11 სექტორისაგან. ზედა ცილინდრი არის წუთების მაჩვენებელი და შედგება 4 სექტორისაგან.
ინოვაციის დასახელება: პროდუქციის რეალიზაციის და საწყობის ინტეგრირებული პროგრამული პაკეტი
მოკლე ანოტაცია: ახდენს პროდუქციის საცალო და საბითუმო რეალიზაციას და იმავდროულად ახორციელებს საწყობის ფუნქციებსაც. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება როგორც როგორც „ხელით შეტანის“ რეჟიმში, ასევე შტრიხ-კოდის გამოყენებითაც.