საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ინოვაციის დასახელება: მანგანუმშემცველი წარმოების ნარჩენების გამოყენება ფეროშენადნობთა წარმოებაში
 
მოკლე ანოტაცია: მეთოდი უზრუნველყოფს ეკოლოგიურად საშიში მანგანუმიანი ნარჩენების უტილიზაციას.
 
 ინოვაციის დასახელება: ფოლადის პირდაპირი მიღება რკინის მადნის მონოკაზმის ბრიკეტებისაგან
 
მოკლე ანოტაცია: მადნებიდან ფოლადის მიღების ორსაფეხურიანი კლასიკური მეთოდისაგან განსხვავებით შემუშავებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს ფოლადის მიღებას ერთსაფეხურად უშუალოდ მადნიდან, ამასთან ნაცვლად დეფიციტური და ძვირადღირებული კოქსისა, აღმდგენელად და ლითონის დამნახშირბადებლად გამოიყენება იაფი და არადეფიციტური, არაკოქსვადი ტყიბულის ქვანახშირი.
 
ინოვაციის დასახელება: გოგირდწყალბადშემცველი მინერალიზებული არტეზიული წყლებიდან სასმელი წყლის მიღების მცირენარჩენიანი ტექნოლოგია
 
მოკლე ანოტაცია: კავიტაციისა და ელექტრომემბრანული (ელექტროდიალიზი იონგაცვლითი მემბრანებით) მეთოდების გამოყენებით - კავიტაციისა და კატალიზური ჟანგვის ერთდროული მიმდინარეობით ხდება გოგირდწყალბადის ჟანგვა თავისუფალ გოგირდამდე თხევად ფაზაში გრიგალისებური კავიტატორის გამოყენებით. შემოთავაზების სიახლეს წარმოადგენს კავიტაციისა და ელექტროდიალიზის მეთოდების გამოყენება გოგირდწყალბადშემცველი არტეზიული წყლებიდან სასმელი წყლის მიღების პროცესში. ამ მეთოდების გამოყენება მკვეთრად ამცირებს სასმელი წყლის მისაღებად საჭირო მასალების რაოდენობასა და ენერგოდანახარჯებს.
  
ინოვაციის დასახელება: მაღალმინერალიზებული ხისტი წყლებიდან სასმელი წყლის მიღების ტექნოლოგია
 
მოკლე ანოტაცია: მაღალმინერალიზებული ხისტი წყლებიდან სასმელი წყლის  მიღების ახალი ტექნოლოგიური ციკლი შედგება სამი კვანძისაგან:
მაღალმინერალიზებური წყლის წინასწარი დამუშავება, ნალექწარმომქმნელი იონების (ძირითადი სიხისტის იონების) შესამცირებლად ხორციელდება ჰიდროდინამიკური კავიტაციის მეთოდით.
კავიტირებული წყლის დემინერალიზაცია სასმელი წყლის შესაბამის დონეზე მიმდინარეობს ელექტროდიალიზის (იონგაცვლითი მემბრანების) მეთოდით.
სასმელი წყლის გაუსნებოვნება ხორციელდება ოზოგენერატორის საშუალებით. 
ტექნოლოგიის მაღალეფექტურობას უზრუნველყოფს ფიზიკური მეთოდების (კავიტაცია, ელექტროდიალიზი, ოზონირება) გამოყენება, რაც განაპირობებს პროცესის მასალა და ენერგოეკონომიას. შესაბამისი დანადგარი არის ავტონომიური მოხმარების, მცირეგაბარიტიანი და ადვილად სამართავი.
  
ინოვაციის დასახელება: ხელოვნური  ალმასის  და  კომპოზიციური  მასალების  ერთობლიობით ნოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი ინსტრუმენტები ლითონური და არალითონური მასალების დასამუშავებლად
 
მოკლე ანოტაცია: შექმნილია  ნოვაციური  ტექნილოგიები  ხელოვნური ალმასის წარმოებისათვის. აგრეთვე ხელოვნური  ალმასის  და  კომპოზიციური  მასალების  ერთობლიობით ნოვაციური ტექნილოგიით შექმნილია ინსტრუმენტები სხვადასხვა (ლითონური და არალითონური) მასალების დასამუშავებლად.
შექმნილია შემდეგი სახის პროდუქტი:
სხვადასხვა მარცვლოვანებისა და მარკის ხელოვნური ალმასის ფხვნილები;
ალმასური ინსტრუმენტები არალითონური მასალების დასამუშავებლად (ბურღები, სახეხები, ხერხები და ა.შ.);
ლითონკერამიკული (სალი შენადნობების) მასალების ინსტრუმენტი ლითონური მასალების დასამუშავებლად (საჭრისები, ფილერები, შტამპები).
  
ინოვაციის დასახელება: ალმასური ბურღები
 
მოკლე ანოტაცია: ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავებულია ალმასური ბურღები ბუნებრივი ქვების (გრანიტი,  მარმარილო და სხვ.) დასამუშავებლად, მინის და კერამიკული ნაკეთობების გასაბურღად და რკინაბეტონის დასამუშავებლად.
ბურღები გათვალისწინებულია ავტომატური, ნახევრადავტომატიზებული და მექანიკური (ხელით საბურღი) დანადგარებისათვის.
ალმასური  ბურღები დამზადებულია ცხელი პრესვის მეთოდით საუკეთესო ხარისხის ალმასების ბაზაზე, რაც განაპირობებს ინსტრუმენტის მაღალ საექსპლუატაციო მაჩვენებლებს. ალმასების კონცენტრაცია, მარცვლოვანება და მეტალური შემავსებელი შერჩეულია ინდივიდუალურად სხვადასხვა დასამუშავებელი მასალისათვის.
ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული  პროდუქციის ღირებულება 20–30 % -ით  უფრო იაფია, ვიდრე იგივე კლასის  ანალოგები მსოფლიო  ბაზარზე.
  
ინოვაციის დასახელება: ჭრილობის შემახორცებელი საშუალებები
 
მოკლე ანოტაცია: შემუშავებულია ჭრილობის საფარი ორიგინალური ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე. მასალებს გააჩნიათ ქსოვილის რეგენერაციის მაღალი უნარი და ბაქტერიციდული მოქმედება, რაც ხელს უწყობს ინფიცირებული ჭრილობების სწრაფ შეხორცებას.
 
ინოვაციის დასახელება: ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების გაწმენდა იაფი სორბენტებით
 
მოკლე ანოტაცია: წყლის გაწმენდის არსებულ მეთოდებს შორის მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა სორბციული გაწმენდის მეთოდი, რომელიც კარგად მართვადი პროცესია და შეუძლია ფართო სპექტრის დაბინძურების მოცილება პრაქტიკულად ნარჩენ კონცეტრაციამდე. წყლის გაწმენდის მაღალი ეფექტების უზრუნველსაყოფად გამოიყენება სხვადასხვა სილიციუმშემცველი ბუნებრივი ცეოლითები და მათი მოდიფიცირებული ფორმები.
 
ინოვაციის დასახელება: ცვეთამედეგი და ანტიკოროზიული აირთერმული დამცავი დანაფარების მიღების ტექნოლოგიური პროცესის დამუშავება
 
მოკლე ანოტაცია: შემუშავებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს კომპოზიციური ფხვნილოვანი სისტემის საშუალებით აირთერმული დამცავი დანაფარების მიღებას, რომელიც ითვალისწინებს დასმული (დატანილი) დანაფარის შემდგომ  ჩადნობას. ჩადნობილი სტრუქტურის ძირითადი ფაზური მდგენელებია: კარბიდები, ბორიდები სილიციდები, ნიტრიდები და სხვა, რომლებიც იწვევენ ცვეთამედეგობის გაზრდას.
ტექნოლოგიის ინოვაციურ მხარეებს წარმოადგენს ის, რომ დასაფარი ნაკეთობა 300°-400°C ზე ზემოთ არ ხურდება.
 
ინოვაციის დასახელება: სილიკატური მინანქრებით ნავთობსადენების და რეზერვუარების ანტიკორიზიული დაცვა
 
მოკლე ანოტაცია: ადგილობრივი კომპლექსური ნედლეულის ბაზაზე მიღებულია თვისებრივად ახალი, კონკურენტუნარიანი მრავალპროფილური მინანქრების ფართო ასორტიმენტი მილების, ნავთობსადენებისა და რეზერვუარების კოროზიისაგან დასაცავად.
მიღწეულია: ტექნოლოგიური პარამეტრების გაუმჯობესება, თვითღირებულების შემცირება, ენერგო-და მასალათეკონომია. ნავთობსადენების საექსპლუატაციო ვადის გაზრდა 50 წლამდე, მილების ჰიდროდინამიკური მახასიათებლების უცვლელობა, გადაქაჩული პროდუქტის მაღალი ხარისხი და სისუფთავე, ეკოლოგიური უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა.
 
ინოვაციის დასახელება: მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული სასმელი წყლის გაწმენდის ტექნოლოგია და ექსპერიმენტული დანადგარი
 
მოკლე ანოტაცია: სისტემა უზრუნველყოფს შესაბამისი მიკროორგანიზმების გაუვნებელყოფას და ლიზირებული მიკროორგანიზმების და მათი დეგრადაციის თანმდევი პროდუქტების მოცილებას, წყლის ზოგად ხარისხზე მავნე ზემოქმედების გარეშე დასახული მიზნის მიღწევას.  პროექტის უნიკალობა განპირობებულია ჰიდროდინამიკური კავიტაციის გამოყენებით (ცოცხალი ბაქტერიების განადგურებისათვის), რომელსაც სხვა ტიპის კავიტაციებისგან გამოარჩევს მისი გენერაციის სიმარტივე და, შესაბამისად, იაფობა. სისტემა იქნება ავტონომიური მოხმარების.
 
ინოვაციის დასახელება: წყლიდან F  და  Ba-ის სელექციური ამოღების ტექნოლოგია
 
მოკლე ანოტაცია: ტექნოლოგია ითვალისწინებს მოდიფიცირებული სორბენტით წყლის გაფილტვრას. მოდიფიკაცია უზრუნველყოფს F  და  Ba-ის სელექციურ ამოღებას სასმელი და სასმელი მინერალური წყლებიდან.
ცნობილ მეთოდებთან შედარებით ტექნოლოგიის განსაკუთრებულობა მდგომარეობს შემდეგში: F  და  Ba  იონების სელექციური ამოღება წყლიდან ხდება წყლის მინერალური შედგენილობისა და შემადგენელი იონების კონცენტრაციების შენარჩუნებით ბუნებრივი შემცველობის ფარგლებში.
 
ინოვაციის დასახელება: ოზონის ვიზუალური დოზიმეტრი
 
მოკლე ანოტაცია: შექმნილია დოზიმეტრის სამრეწველო ნიმუში ოზონის დოზიმეტრიისათვის ატმოსფეროსა და წყალში. დოზიმეტრის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ინდიკატორული მილის ფერის შეცვლაზე.
დოზიმეტრის მახასიათებლებია: მობილობა, მცირე თვითღირებულება, გამოყენების სიმარტივე (არ საჭიროებს პროფესიონალის მომსახურებას), მაღალი სწრაფმოქმედება და მგრძნობიარობა.
  
ინოვაციის დასახელება: ელექტრონულ-სხივური მეთოდით ფხვნილთა პლაკირების ტექნოლოგია
 
მოკლე ანოტაცია: ფხვნილთა პლაკირების შემუშავებული ტექ­ნო­ლოგია,
არსებულისაგან განსხვავებით, არ მოითხოვს დასაპლაკირებელი ფხვნილის რაიმე სპეციალურ წინასწარ მომზადებას, იგი ზრდის პლაკირე­ბული შრის სისუფთავეს და ხარისხს, ამასთან შესაძ­ლებ­ლო­ბას იძლევა მიღებულ იქნეს ნებისმიერი, მათ შორის ძნელდნო­ბადი ლითო­ნე­ბისა და შენადნობების პლაკირებული შრე.
 
ტექნოლოგიის გამო­ყენება მე­ტად ეფექ­ტურია ფხვნილთა მეტალურგიით ნა­კეთობის დამ­ზა­დე­ბისას, რადგან გარანტირებულია შემაკავ­შირებლის თა­ნაბარი განა­წი­ლება მარცვლებს შორის.
  
ინოვაციის დასახელება: ორთქლის ფაზიდან კონდენსაციის გზით ლითონების ნანო­მასშტაბური ფხვნილების მიღების სამრეწველო ტექნოლოგია
 
მოკლე ანოტაცია: ტექნოლოგიის ძირითადი მიზანია ფერო­მაგ­ნი­ტური (Fe, Ni, Co) ლითონების ნანო­მასშტაბური ფხვნილების მიღება. ამ ტექნოლოგიით გაზრდილია ნანომასშტაბური ფხვნილების სისუფთავე, იგი შესაძ­ლებლობას იძლევა მიღებულ იქნეს ნებისმიერი, მათ შორის ძნელდნობადი ლითონების ნა­ნომას­შტა­ბური ფხვნილები, და ამ დროს არაა საჭირო საწყისი მასალის რაიმე წინასწარი დამუშა­ვე­ბა.
ტექნოლოგია ხასიათდება მაღალი მწარ­მო­ებლობითა და დაბალი თვითღირებულებით, ამავე დროს უზრუნველყოფილია სრული ეკო­ლოგიური უსაფრთ­ხო­ება.
  
ინოვაციის დასახელება: გაუმჯობესებული საექსპლუატაციო თვისებების მაღალლეგირებული შენადნობების მიღება ქიმიური შედგენილობის თერმოდინამიკური ოპტიმიზაციით
 
მოკლე ანოტაცია: კვლევის ახალი მეთოდიკა ასახავს “CALPHAD” (Calculation of Phase Diagrams) მიდგომისა და “კატასტროფების თეორიის” კანონიკური ფორმების სინთეზს. აღნიშნული მიმართულება შესაძლებელს გახდის ხანგრძლივი ექსპერიმენტების გვერდის ავლით და რიცხვითი ანალიზის მეთოდების ფართო გამოყენებით, გამოვავლინოთ არასტაბილური ფაზური მდგენელებიანი შენადნობები და, შესაბამისად, მათთვის დავადგინოთ ის დასაშვები ოპტიმალური ქიმიური შედგენილობა, რომელიც უზრუნველყოფს ფაზურ სტაბილურობას და მაღალ საექსპლუატაციო თვისებებს.  დასახული მიზნის მისაღწევად იგება ობიექტების მდგომარეობის შესაბამისი დიაგრამები და ტარდება მათი სრული თერმოდინამიკური ანალიზი საკუთარ მონაცემთა ბაზის და პროგრამა “ThermoCalc”- ის გამოყენებით.
  
ინოვაციის დასახელება: სხვადასხვა სისქის ლითონთა წერტილოვანი შედუღების ნორმალური ხარისხის უზრუნველყოფა
 
მოკლე ანოტაცია: მეთოდის საშუალებით მიიღწევა თბური პროცესების ხელოვნურად მართვა, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი ხარისხის ნაკერი ნებისმიერი კვეთისა და მასალისათვის. 
  
ინოვაციის დასახელება: შავი და ფერადი ლითონებისEეკოლოგიურად სუფთა პლაზმური ჭრის ტექნოლოგიის შემუშავება
 
მოკლე ანოტაცია: შემოთავაზებულ ტექნოლოგიაში პლაზმაწარმომქმნელ გარემოდ გამოიყენება გადახურებული წყლის ორთქლი, რომელიც განაპირობებს პლაზმური რკალის მაღალ ენერგეტიკულ მახასიათებლებს და ჭრის ზედაპირების დამაკმაყოფილებელ ხარისხს. Mმავნე აირების გამოყოფა გარემოში მცირდება 70-80%-ით, რაც გამორიცხავს საწარმოში ძვირად ღირებული გამწოვი ვენტილაციის გამოყენების აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ გადახურებული  წყლის  ორთქლი გამოიყენება აგრეთვე დამცავ გარემოდ. კათოდად გამოყენებულია სპილენძის ღრუ კათოდები.
შესაძლებელია: გადახურებული წყლის ორთქლის ტემპერატურის რეგულირებით პლაზმური რკალის ძაბვის რეგულირება, ჭრის ზედაპირების სისალის შემცირება ჰაერ-პლაზმურ ჭრასთან შედარებით. შემოთავაზებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს კათოდის სამუშაო რესურსის გაზრდას.
  
ინოვაციის დასახელება: სინუსოიდალური ცვლადი დენით წერტილოვანი შედუღების შესაძლებლობათა გამოკვლევა და დამუშავება
 
მოკლე ანოტაცია: შემოთავაზებული მეთოდით შესაძლებელი გახდება ცვლადი დენით მიკროსისქის დეტალთა შედუღება. შედუღების ზონაში გამოირიცხება თერმული აღგზნება და დეტალთა გახვრეტა. მიღწეული იქნება დენის სინუსოიდას ზრდის ფრონტის შერბილება.
  
ინოვაციის დასახელება: მეტალურგიული,  ქიმიური  და  სამთო-გამამდიდრებელი მრეწველობის  ნარჩენებიდან  მრავალკომპონენტიანი  შენადნობების  მიღებისა  და  ფოლადის  წარმოებაში  გამოყენების ტექნოლოგიის  შემუშავება
 
მოკლე ანოტაცია: შემოთავაზებული ტექნოლოგია ითვალისწინებს  ნარჩენებიდან სასარგებლო ლითონების ლითონთერმულ აღდგენას სითბოს ნაწილობრივი მიწოდებით ელექტრულ ღუმელებში, რაც უზრუნველყოფს  მრავალკომპონენტიანი მაღალხარისხოვანი შენადნობების მიღებას.
  
ინოვაციის დასახელება: “ახალი ფენომენი” ფოლადის კომპოზიციების ექსპლუატაციის პირობებში ლითონური ნაკეთობების საკონსტრუქციო სიმტკიცის ზრდა
 
მოკლე ანოტაცია: პრეზიციული მეტალურგიის მეთოდების გამოყენებით, შექმნილია გრადიენტული თვისებების მატარებელი ახალი მასალა (ფოლადის კომპოზიცია _ ს.მ. ¹1753730 და მისი დამუშავების ხერხი – ს.მ. ¹ 1615197). შემუშავებული კომპოზიციები, დამუშავების ხერხი და სამუშაო პირობები ერთობლივად ქმნის “ახალ ფენომენს”: ექსპლუატაციის პირობებში ლითონური ნაკეთობების საკონსტრუქციო სიმტკიცე იზრდება, რაც თავის მხრივ განაპირობებს ხანგამძლეობის ზრდას. ციკლთა რიცხვის გაზრდით იზრდება ნაკეთობის (სამართულის) საკონსტრუქციო სიმტკიცე. ექსპლუატაციის პირობებში ნაკეთობა (სამართული) მედეგობას კი არ კარგავს, არამედ იძლიერებს. ინტენსიურად იზრდება სიმტკიცის მაჩვენებლები, პლასტიკურობის მახასიათებლების მაღალ დონეზე შენარჩუნებით.
  
ინოვაციის დასახელება: მილსაგლინავი დგანების ინსტრუმენტების წარმოება ბეინიტური თუჯისაგან
 
მოკლე ანოტაცია: შემოთავაზებული მეთოდით ბეინიტური გარდაქმნის შედეგად ადვილად მიიღება სიმტკიცის მაღალი მაჩვენებლები, რეალიზდება მაღალი სიმტკიცე ხელოვნურად მიღწეულ პლასტიკურობასთან ერთად.
  
ინოვაციის დასახელება: მაღალეფექტური მასალების და ნაკეთობების მიღება ულტრადისპერსიული ნალექებისაგან
 
მოკლე ანოტაცია: შემოთავაზებული მეთოდით ადგილობრივი წყლის რესურსებისაგან (ზღვა,  მანგანუმიანი წყალი, მჟავური წყალი, ნახშირშემცველი წყალი და სხვ.) შესაძლებელია მიღებულ იქნეს მაგნიუმის, კალციუმის, მანგანუმის, რკინის, სპილენძის, ნახშირის და სხვა დისპერსიული ნალექები.
ამასთან მეთოდი უზრუნველყოფს წყლის რესურსების გასუფთავებას.
  
ინოვაციის დასახელება: სპეცცემენტების და არაფეთქებადი დამანგრეველი მასალების წარმოება
 
მოკლე ანოტაცია: მარტივი ტექნოლოგიით მიიღება: კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელსაც აქვს დაბალი თვითღირებულება,  მაღალი ფასი და მოგება, მაღალი ხარისხი და ახალი თვისებები. ამ ტექნოლოგიით დამზადებული წყალგაუმტარი ზესწრაფმაგრებადი (მათ შორის გაფართოებადი და დამძაბავი) სპეცცემენტები და დიდი  დაწნევის არაფეთქებადი დამანგრეველი მასალები, რომლებიც გამოიყენება ჰესების მშენებლობაზე და გრუნტის, მადნების, შენობების დასანგრევად.
 
ინოვაციის დასახელება: მაღალი მარკის სწრაფმაგრებადი უცემენტო ანჰიდრიტული მჭიდა 
 
მოკლე ანოტაცია: შემოთავაზებული მეთოდის საშუალებით, თაბაშირის ქვის, ბორო-და ფოსფოთაბაშირის და სულფატური ნარჩენების ბაზაზე მიღებულია კონკურენტუნარიანი მჭიდა მასალები და ნაკეთობები.
მეთოდი უზრუნველყოფს მაღალი მარკის სწრაფმაგრებადი უცემენტო ანჰიდრიტული მჭიდისა  და ნაკეთობათა მიღებას ენერგოეფექტური მშენებლობისათვის.
მეთოდი ხასიათდება: მარტივი ტექნოლოგიით, მძლავრი მოწყობილობის გამოყენების საშუალებით, მაღალხარისხოვანი პროდუქციის დამზადების შესაძლებლობით და სუფთა ეკოლოგიით.
  
ინოვაციის დასახელება: ნამუშევარი ზეთების რეგენერაცია
 
მოკლე ანოტაცია: ნამუშევარი სამანქანო ზეთის რეგენერაციის შესაბამისი მეთოდით მიიღწევა საბაზო სამანქანო ზეთის 80-85% გამოსავლის მიღება.
  
ინოვაციის დასახელება: ნავთობის ნათელი ფრაქციების გაკეთილშობილება
 
მოკლე ანოტაცია: დამუშავებული მეთოდით შესაძლებელია პირდაპირნახადი ბენზინის ფრაქციის გაკეთილშობილება _ მაღალოქტანური და ეკოლოგიურად სუფთა ბენზინის მისაღებად ძვირადღირებული ლითონის კატალიზატორის ნაცვლად შედარებით იაფი კატალიზატორის შექმნით, რომელიც პროცესს, უპირატესად, ნაცვლად  არომატიზაციისა, წაიყვანდა იზომერიზაციის მიმართულებით.
  
ინოვაციის დასახელება: ალუმოკალიუმის შაბის წარმოება საქართველოს ტრაქიტებიდან
 
მოკლე ანოტაცია: ტექნოლოგია ითვალისწინებს საქართველოს ტრაქიტებიდან ალუმოკალიუმის შაბის მიღების საწარმოს შექმნას. შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ტრაქიტების კირქვასთან შეცხობით კაზმში არსებული ალუმინი და კალიუმი გადადის ტუტე გარემოში ხსნად ფორმაში. მისი გოგირდმჟავით დამუშავება გვაძლევს კალიუმის და ალუმინის სულფატების შემცველ ხსნარებს. მიღებული ხსნარიდან შესაძლებელია მრავალფუნქციური ალუმოკალიუმის შაბის მიღება ცნობილი მეთოდით.
შემოთავაზებული ტექნოლოგია ითვალისწინებს მრავალმხრივი გამოყენების ალუმოკალიუმის შაბის მიღებას საქართველოში არსებული იაფი ნედლეულის ბაზაზე.
  
ინოვაციის დასახელება: საქართველოს პერლიტის გამოყენება მრავალფუნქციური, იაფი სასუქებისა და მფილტრავი მასალების მისაღებად
 
მოკლე ანოტაცია: ავტორების მიერ გამოკვლეულ იქნა პერლიტის ფილტრის ადსობრციული უნარი ზეთშემცველი ჩამდინარე წყლების მიმართ, ადგილობრივი წარმოების პერლიტის, თხელფენოვანი ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის და მასში ემულგირებული ნივთიერების ადსობრციის უნარი, ლუდის წარმოებისათვის პერლიტის მფილტრავი თვისებები; ახალი, იაფი, ხანგრძლივმოქმედი, ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფუნქციური, დაბალანსებული სასუქის მიღება აგროპერლიტის ბაზაზე.
 
ინოვაციის დასახელება: პოტაშის, სოდის და ალუმინის ოქსიდის მიღება საქართველოს ტრაქიტებიდან
 
მოკლე ანოტაცია: შემოთავაზებული ტექნოლოგია ითვალისწინებს კალიუმის მინდვრის შპატის შემცველი ტრაქიტების კომპლექსური გადამუშავების საწარმოს შექმნას პოტაშის, ალუმინის ოქსიდის და სოდის მიღების მიზნით.
შემოთავაზებული ტექნოლოგია უზრუნვე­ლყოფს რიგი არაორგანული მასალების მი­საღებად საქართველოში არსებული დღემდე აუთვისებელი ბუნებრივი ნედლეულის გამოყე­ნებას.
აღსანიშნავია, რომ კალიუმით მდიდარი ტრაქიტების მარაგი პრაქტიკულად ამოუწურავია როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ.
  
ინოვაციის დასახელება: მრავალკომპონენტიანი, მრავალფუნქციური,
დაბალანსებული სასუქის მიღება აგროპერლიტის ბაზაზე
 
მოკლე ანოტაცია: შემოთავაზებული ტექნოლოგია ითვალისწინებს ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე  მრავალფუნქციური, დაბალანსებული სასუქის მიღებას.
აგროპერლიტის სარჩულზე შესაძლოა მცენარის ზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ელემენტების აზოტის, ფოსფორის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, მანგანუმის, რკინის და რიგი მიკროელემენტების დატანა.
მიღებულ სასუქზე აუცილებლად იქნება მოთხოვნა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
  
ინოვაციის დასახელება: სამკურნალო-პროფილაქტიკური ნაწარმის მიღება
 
მოკლე ანოტაცია: შემოთავაზებული ტექნოლოგია ითვალისწინებს ბუნებრივი მინერალური ნედლეულის წინასწარ დამუშავებას, კერძოდ, მიკრობიოლოგიურ გასუფთავებას, მცენარეული ექსტრაქტების მიღებას, რეცეპტურის შედგენას და ნაწარმის მიღებას. ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია საქართველოს ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება.
 
ინოვაციის დასახელება: სოფლის მეურნეობის ნარჩენებიდან ძვირფასი ნედლეულის მიღება
 
მოკლე ანოტაცია: აგროტექნოლოგიების შედეგად მიღებული ნარჩენები: ყველა ჯიშის ვაზის ანასხლავი, მუხის და თუთის მერქნის ნახერხი და ნარჩენი, ასევე ანწლის მთლიანი ბიომასა გამოიყენება ლიგნინის გამოსაყოფად მისი შემდგომი ქლორირებისა და ამინირებისათვის, რათა, ზემოთაღნიშნული ნარჩენებიდან მიღებული ლიგნინის ქიმიური მოდიფიცირების შემდგომ მიღებული იქნას:
ფუნგიციდი;
პესტიციდი;
გოფრირებული ბამბა;
ადსორბენტი;
ანტიოქსიდანტი ბუნებრივი და ტექნოლოგიური პროცესებისათვის;
 გაუმჯობესებული თვისებების მქონე სილიკატური და კერამიკული  ნაწარმი.
 
ინოვაციის დასახელება: აკუსტიკური და თბოსაიზოლაციო ნაკეთობების მიღება მინის ნარჩენების საფუძველზე
 
მოკლე ანოტაცია: ნებისმიერი მინის ნარჩენების თერმული დამუშავებით 800-8500°C მიიღება მსუბუქწონიანი მასალები, რომლებიც გამოიყენება აკუსტიკასა და იზოლაციისათვის.
 
ინოვაციის დასახელება:  ახალი ტიპის ფერწერული პიგმენტების სინთეზი
 
მოკლე ანოტაცია:  სრულიად ახალი მიმართულებაა ფერწერული საღებავების დასამზადებლად, არ მიეკუთვნება დღემდე ცნობილი ხუთი კატეგორიის საღებავების არცერთი ჯგუფს. ინოვაციის დაგეგმილი შედეგია: საღებავების მაღალი შუქმედეგობა, ტემპერატურის მიმართ მდგრადობა, ქიმიური მდგრადობა, კრისტალურობა, დაფარვის უნარი.
 
ინოვაციის დასახელება: მხატვრული მინანქრების და ძვლის ფაიფურის მინი საწარმოს შექმნა
 
მოკლე ანოტაცია:  ადგილობრივი ტუტეშემცველი ვულკანური ქანების და სამრეწველო ნარჩენების გამოყენებით დამუშავებულია ახალი ტიპის მხატვრული მინანქრების შემადგენლობები ძვირფასი და ფერადი ლითონების დასაფარად.
 
ინოვაციის დასახელება: ძვირფასი და ფერადი ლითონების  მხატვრული მომინანქრების ხერხი
 
მოკლე ანოტაცია: მხატვრული მომინანქრების ახალი მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ფერის მინანქრის მიღების შესაძლებლობას. 
 
ინოვაციის დასახელება: კერამოგრანიტის მიღება ბაზალტის საფუძველზე
 
მოკლე ანოტაცია: კერამიკული კეცი, რომლის შედგენილობაში შედის კაოლინი, ცეცხლგამძლე თიხა, მინდვრის შპატი, თალკი, კვარცი და სხვა მთლიანად იცვლება ბაზალტით. ენერგომატარებლების დიდი ეკონომია, დეფიციტური ნედლეულების გამოუყენებლობა, მაღალი ესთეტიკური მხარე.
 
ინოვაციის დასახელება: ხალიჩისებურ-მოზაიკური მინის მცირე გაბარიტული ზომის ფილების მიღება
 
მოკლე ანოტაცია: ფურცლოვანი მინის ნარჩენები იჭრება სხვადასხვა ზომის ფილებად, რომლის ერთ-ერთი დიდი წახნაგი იფერება სპეციალური პიგმენტის მასით, გაშრობის შემდეგ მასზე დაიტანება თეთრი ფერის კერამიკული მასა და ხდება თერმული დამუშავება.
ხალიჩისებური-მოზაიკური კერამიკული და მინის მცირე გაბარიტული ზომის ფილებს დიდი გამოყენება აქვს მთელ მსოფლიოში შენობების გარე და შიგა კედლების მოსაპირკეთებლად მექანიზირებული წესით, რაც სამოქალაქო და სამრეწველო ნეგებობებს ანიჭებს ესთეტიკურ ღირებულებებს.