აკადემიური კალენდარი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2023-2024 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
- პირველკურსელთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია:
- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა – 2023 წლის 4-15 სექტემბერი;
- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – 2023 წლის 4-15 სექტემბერი.
2. პირველი (შემოდგომის) სემესტრი:
- სასწავლო მეცადინეობები:
- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, ბაკალავრიატის სწავლების პირველი-მეოთხე წლის, მაგისტრატურის სწავლების მეორე წლის, დოქტორანტურის სწავლების მეორე და მესამე წლის სტუდენტებისათვის, აგრეთვე დამატებითი სემესტრების ყველა სტუდენტისათვის – 2023 წლის 25 სექტემბრიდან 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით;
- მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის – 2023 წლის 2 ოქტომბერიდან 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით.
- სასწავლო კომპონენტში შუასემესტრული გამოცდა (არსებობის შემთხვევაში) – 2023 წლის 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით.
- დასკვნითი გამოცდები – 2024 წლის 29 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.
- დამატებითი გამოცდები – 2024 წლის 12 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით.
- მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სამაგისტრო ნაშრომებისა და დისერტაციების დაცვა, აგრეთვე პროსპექტუსების/კოლოქვიუმების (არსებობისას) განხილვა – 2024 წლის 29 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით.
- არდადეგები – 2023 წლის 31 დეკემბერი - 2024 წლის 7 იანვარი, 2024 წლის 18-24 თებერვალი.
3. მეორე (გაზაფხულის) სემესტრი
- სასწავლო მეცადინეობები – 2024 წლის 26 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით.
- სასწავლო კომპონენტში შუასემესტრული გამოცდა (არსებობის შემთხვევაში) – 2024 წლის 22 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით.
- დასკვნითი გამოცდები – 2024 წლის 24 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით.
- დამატებითი გამოცდები – 2024 წლის 8 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით.
- მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სამაგისტრო ნაშრომებისა და დისერტაციების დაცვა, აგრეთვე პროსპექტუსების/კოლოქვიუმების (არსებობისას) განხილვა – 2024 წლის 24 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით;
- არდადეგები – 2024 წლის 14 ივლისიდან.