ინგლისურენოვანი პროგრამები

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცნიერების ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში.

მიმართულება - საინჟინრო

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი: მათემატიკა/ფიზიკა

უცხო ენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული. 

სწავლების ენა - ინგლისური

პროგრამის მიზანია - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის  ფუნდამენტური თეზისების გამოყენებით, შეასწავლოს კურსდამთავრებულებს სამოქალაქო ინჟინერიის პროექტების მართვის, დარგში საინჟინრო პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის თანამედროვე მიდგომები, უახლესი ტექნიკური საშუალებები და ტექნოლოგიები.

 სამოქალაქო ინჟინერიის ფუნდამენტური მეცნიერული საკითხების გააზრებით, აღზარდოს პრაქტიკოსი და ინოვატორი ინჟინრები, რომლებიც სათანადო თეორიული ცოდნის და პროფესიული კომპეტენტურობების გამოყენებით შეძლებენ  მონაწილეობა მიიღონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო ინჟინერიის სფეროს სოციალური, ტექნიკური და ბიზნეს გამოწვევების დაძლევაში.
შეუქმნას კურსდამთავრებულებს სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი.