საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი“ წარმოადგენს 180 კრედიტის მოცულობის ინტერდისციპლინურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს მშენებლობის ინჟინერიის, სამშენებლო ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სფეროებს. პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე სამშენებლო სექტორის მოთხოვნებთან შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადებაზე და ეფუძნება საინჟინრო ცოდნის, მენეჯერული მიდგომებისა და პრაქტიკული უნარების ურთიერთკავშირს. პროგრამის შინაარსი უზრუნველყოფს სტუდენტისთვის როგორც დარგის ფუნდამენტური პრინციპების, ისე თანამედროვე საინჟინრო და მენეჯერული მიდგომების თანმიმდევრულად ათვისებას.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იძენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო დისციპლინებისა და სამშენებლო პროცესების საფუძვლიან ცოდნას, ასევე ეუფლება შენობა-ნაგებობების საინჟინრო და კონსტრუქციული სისტემების, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების, სამშენებლო რესურსების მართვისა და სამშენებლო მოედანზე მიმდინარე პროცესების ორგანიზების პრინციპებს. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამშენებლო-საინვესტიციო და დეველოპერული პროექტების დაგეგმვისა და მართვის, ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენების, უძრავი ქონების ბაზრის ფუნქციონირების, აგრეთვე სამშენებლო სფეროს სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოს ანალიზის საკითხებს. პროფესიული საქმიანობის კონტექსტში გათვალისწინებულია შრომის უსაფრთხოების, ეკოლოგიური უსაფრთხოების, სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვის მნიშვნელობა.
პროგრამა, ამასთანავე, მიმართულია სტუდენტის კვლევითი, ანალიტიკური, კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის კომპეტენციების განვითარებაზე. კურსდამთავრებულს შეუძლია საინჟინრო და მენეჯერული პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის შესაბამისი მიდგომების შერჩევა, კვლევითი და პრაქტიკული პროექტების განხორციელება და მიღებული შედეგების კრიტიკული შეფასება. პროგრამა ქმნის საფუძველს კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობისთვის მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის სფეროში, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის.
პროგრამა მოიცავს ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსებს (177 კრედიტი) და თავისუფალ კომპონენტს (3 კრედიტი). თითოეული სემესტრის მოცულობა არის – 30 კრედიტი. პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი (6 სემესტრი) მშენებლობის ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის კვალიფიკაცია მიენიჭება ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსების არანაკლებ 177 კრედიტის და თავისუფალი კომპონენტის 3 კრედიტის ათვისების შემთხვევაში. პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის (ECTS) მიხედვით, 1 კრედიტი 25 საათს უდრის და მოიცავს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს. კრედიტების განაწილება წარმოდგენილია სასწავლო გეგმაში.
ბაკალავრიატში მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩასაბარებელია მათემატიკა ან ფიზიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა.
| საგანი | კრედიტი |
|---|---|
| საინჟინრო მათემატიკა 1 | 5 |
| ზოგადი ფიზიკა 1M | 5 |
| ზოგადი ქიმია | 5 |
| კომპიუტერული გრაფიკული პროგრამები | 5 |
| სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი | 5 |
| ინგლისური ენა 1 | 5 |
| გერმანული ენა 1 | 5 |
| ფრანგული ენა 1 | 5 |
| რუსული ენა 1 | 5 |
| საინჟინრო მათემატიკა 2 | 5 |
| გამოყენებითი მექანიკა 1 | 5 |
| ეკონომიკის პრინციპები | 3 |
| მენეჯმენტი | 5 |
| საშენი მასალები | 4 |
| ინგლისური ენა 2 | 5 |
| გერმანული ენა 2 | 5 |
| ფრანგული ენა 2 | 5 |
| რუსილი ენა 2 | 5 |
| შესავალი ფსიქოლოგიაში | 3 |
| ფილოსოფიის შესავალი | 3 |
| სოციოლოგიის შესავალი | 3 |
| პოლიტიკის საფუძვლები | 3 |
| საქართველოს ისტორია და კულტურა | 3 |
| საინჟინრო სტატისტიკა | 5 |
| თანამედროვე საინჟინრო საზომი ხელსაწყოები | 5 |
| სამშენებლო კონსტრუქციები 1 | 5 |
| ციფრული ტექნოლოგიები მენეჯმენტში | 5 |
| გამოყენებითი მექანიკა 2 | 5 |
| მშენებლობის ეკონომიკა | 5 |
| მშენებლობის წარმოების ტექნოლოგია | 5 |
| მშენებლობა და ხარისხის კონტროლი | 4 |
| საინჟინრო უსაფრთხოება და გარემოს დაცვა | 4 |
| სამშენებლო კონსტრუქციები 2 | 3 |
| ბიზნეს გარემო სამშენებლო საქმიანობისათვის | 4 |
| მარკეტინგი | 5 |
| ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება | 5 |
| მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა | 5 |
| სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი | 5 |
| მშენებლობის ორგანიზაცია და დაგეგმვა | 5 |
| სამშენებლო სამართალის საფუძვლები | 4 |
| სამშენებლო ლიცენზირება და ტენდერები | 5 |
| შენობა-ნაგებობების არქიტექტურა | 3 |
| უძრავი ქონების შეფასება | 3 |
| საგადასახადო საქმე | 3 |
| ბიზნესის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა | 3 |
| ჰიდროტექნიკური ნაგებობები | 3 |
| მწვანე მშენებლობა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები | 5 |
| პრაქტიკა (სტაჟირება) | 15 |
| საბაკალავრო პროექტი | 10 |
| სულ | 180 |
| საგანი | კრედიტი |
|---|---|
| საინჟინრო მათემატიკა 1 | 5 |
| ზოგადი ფიზიკა 1 | 5 |
| ზოგადი ქიმია | 5 |
| ეკონომიკის პრინციპები | 5 |
| ინგლისური ენა 1 | 5 |
| გერმანული ენა 1 | 5 |
| ფრანგული ენა 1 | 5 |
| რუსული ენა 1 | 5 |
| წერითი და ზეპირი კომუნიკაციები | 5 |
| საინჟინრო მათემატიკა 2 | 5 |
| ზოგადი ფიზიკა 2 | 5 |
| თეორიული მექანიკის კურსი | 5 |
| ინგლისური ენა 2 | 5 |
| გერმანული ენა 2 | 5 |
| ფრანგული ენა 2 | 5 |
| რუსული ენა 2 | 5 |
| შესავალი ფსიქოლოგიაში | 3 |
| ფილოსოფიის საფუძვლები | 3 |
| პოლიტიკის საფუძვლები | 3 |
| სოციოლოგიის შესავალი | 3 |
| საქართველოს ისტორია | 3 |
| ტექნიკური დიზაინის ისტორია | 3 |
| მსოფლიო ხელოვნების ისტორია | 3 |
| კულტუროლოგია | 3 |
| პროფესიული და ბიზნეს კომუნიკაცია | 3 |
| დაპროგრამების საფუძვლები მენეჯმენტში | 4 |
| გეოტექნიკური ინჟინერიის საფუძვლები | 3 |
| ინგლისური ენა 3 | 5 |
| გერმანული ენა 3 | 5 |
| ფრანგული ენა 3 | 5 |
| რუსული ენა 3 | 5 |
| სტატისტიკის საფუძვლები | 3 |
| მენეჯმენტის საფუძვლები | 5 |
| მასალათა გამძლეობა | 5 |
| გეგმილური და სამშენებლო ხაზვა | 5 |
| საინჟინრო გეოდეზიის საფუძვლები | 5 |
| ინგლისური ენა 4 | 5 |
| გერმანული ენა 4 | 5 |
| ფრანგული ენა 4 | 5 |
| რუსული ენა 4 | 5 |
| საშენი მასალები | 5 |
| სამშენებლო მექანიკა | 5 |
| ბიზნესის წარმოების საფუძვლები | 4 |
| მშენებლობის ეკონომიკა | 5 |
| საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები | 3 |
| სამშენებლო კონტრაქტები და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება | 5 |
| გარემოს დაცვა და ეკოლოგია | 3 |
| სამშენებლო კონსტრუქციები | 5 |
| შესავალი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში | 3 |
| მარკეტინგის პრინციპები | 5 |
| მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა | 5 |
| პროფესიული ლიცენზირება და ხარისხის კონტროლი მშენებლობაში | 4 |
| ფინანსური აღრიცხვა | 5 |
| სამშენებლო პროცესები | 5 |
| მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა | 5 |
| სამშენებლო სამართლის საფუძვლები | 3 |
| საინჟინრო უსაფრთხოების საფუძვლები მშენებლობაში | 4 |
| სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი | 5 |
| მშენებლობის ორგანიზაცია და დაგეგმვა | 5 |
| შენობა-ნაგებობების არქიტექტურა | 3 |
| საგადასახადო საქმე | 3 |
| ინჟინერინგის მენეჯმენტი | 3 |
| სამშენებლო მანქანები | 3 |
| დეველოპმენტის საინვესტიციო – სამშენებლო პროექტის მენეჯმენტი | 5 |
| სამშენებლო ბიზნესის ტექნიკურ – ეკონომიკური ანალიზი | 5 |
| შენობების და ნაგებობების საინჟინრო კომუნიკაციები | 5 |
| ფინანსური მენეჯმენტი | 5 |
| მშენებლობის მარკეტინგი | 5 |
| რისკის მართვა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების მეთოდები | 5 |
| უძრავი ქონების შეფასება | 5 |
| წინასაპროექტო პრაქტიკა | 5 |
| რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით შენობა–ნაგებობების დაპროექტება | 5 |
| სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები | 5 |
| უძრავი ქონების მართვა | 5 |
| საბაკალავრო პროექტი | 10 |
| მშენებლობა და კულტურა | 4 |
| სტილი არქიტექტურაში | 5 |
| ლანდშაფტური მშენებლობა | 3 |
| საქართველოს ეკონომიკა | 3 |
| წარმატების სტრატეგია | 5 |
| ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები | 5 |
| კრიტიკული აზროვნების ელემენტები | 5 |
| სამშენებლო სარემონტო სამუშაოები | 5 |
| სასამართლო საამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები | 5 |
| დედამიწის ისტორია | 3 |
| თანამედროვე არქიტექტურის ისტორია | 5 |
| ძველი სამყაროს სივრცობრივი აზროვნება | 5 |
| კონსტრუქციული ნახატი | 4 |
| საგზაო მშენებლობის ისტორია | 4 |
| მეტროპოლიტენის მშენებლობის ისტორია | 3 |
| სულ | 240 |
ბაკალავრიატი - 577 714 779 ; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge