საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო და საწარმოო ცენტრი (ს ს ს ც) ”ანალიზხელსაწყო”
კონცენტრატომეტრი
ხელსაწყო განკუთვნილია სხვადასხვა აგრესიული ხსნარების ხვედრითი ელექტრული გამტარებლობის არაკონტაქტური მეთოდით განსაზღვრის გზით მასში აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის განსასაზღვრავად. ხელსაწყო შეიძლება გამოყენებული იქნას სახალხო მეურნეობის მრავალ სფეროში, სადაც სხვადასხვა აგრესიული ხსნარების შემადგენლობის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს. ხელსაწყოს სასწავლო მიზნით გამოყენების შემთხვევაში იგი საშუალებას იძლევა მის საფუძველზე ჩამოყალიბდეს სტუდენტებისათვის მრავალი სხვადასხვა შინაარსის ლაბორატორიული სამუშაო.
ლითონის პერსონალური კარადა
ლითონის პერსონალური კარადა, რომლის დანიშნულებაცაა საწარმოს საამქროების თანამშრომლებისა, მოსწავლეებისა და სხვა მრავალი პერსონალისათვის, რომელთა საქმიანობა მოითხოვს მათ სამუშაო უბანზე შედარებით მცირე პერსონალური საცავის არსებობას, შეუქმნას მათ მუშაობისათვის კომფორტული პირობები.
ლიფტის კაბინა
კაბინა დანიშნულია სამგზავრო ლიფტებისათვის. იგი ადაპტირებადია ლიფტის მართვის მრავალ სისტემასთან, რაც ზრდის მისი გამოყენების არეალს.
ნიადაგის ტენიანობისა და გარემოს ტემპერატურის მზომი HS 001
ხელსაწყოს დანიშნულებაა განსაზღვროს ნიადაგის ტენიანობა და გარემოს ტემპერატურა, რომელთა განსაზღვრასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სარწყავი სასოფლოსამეურნეო სავარგულებისა და სასათბურე მეურნეობნებისათვის.
საყოფაცხოვრებო ნიტრატტესტი
საყოფაცხოვრებო ნიტრატტესტის დანიშნულებაა კვების სხვადასხვა პროდუქტებში სწრაფად და საიმედოდ შეაფასოს მათში ნიტრატ-იონების შემცველობის დონე და მიღებული შედეგი ასახოს ორფეროვანი ინდიკაციის სახით (მწვანე, წითელი).
სეტყვისაგან დამცავი სისტემა
სისტემის დანიშნულებაა სეტყვის საშიშროების შემთხვევაში, ოპერატორს საშუალება მისცეს დისტანციურად, ავტომატურ რეჟიმში გაშალოს, ხოლო საშიშროების გავლის შემდეგ აკეცოს დამცავი ბადე.