საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო და საწარმოო ცენტრი (ს ს ს ც) ”ანალიზხელსაწყო”
მიკროდენების გამზომი µCM-01
მიკროდენების გამზომი ხელსაწყო წარმოადგენს მცირე სიდიდის დენების გამზომ ხელსაწყოს, საკვლევ ობიექტზე ხანგრძლივი დროით მუდმივი და სტაბილური ძაბვის მოდების შესაძლებლობით და ნულოვანი შემავალი წინაღობით.
ხელსაწყო წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიებში.
ხელსაწყოს სასწავლო მიზნით გამოყენების შემთხვევაში იგი საშუალებას იძლევა მის საუძველზე ჩამოყალიბდეს სტუდენტებისათვის მრავალი ლაბორატორიული სამუშაო. გარდა ზემოთმოყვანილი ხელსაწყოთა არასრული ჩამონათვალისა, თუ თქვენს მიერ შემოთავაზებული იქნება მოთხოვნა რაიმე სხვა ტიპის გამზომ ხელსაწყოზე, ან სისტემაზე, „ანალიზხელსაწყოს“ კოლექტივი შეისწავლის აღნიშნულ პრობლემას, უმოკლეს ვადაში გაცნობებთ გადაწყვეტილებას პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ და იგი სიამოვნებით ჩაერთვება თქვენთვის საჭირო და საინტერესო ახალი პროდუქციის შექმნასა და მის სერიულ წარმოებაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პერსონალის ტრენინგის ჩატარება, ახალი ტექნიკის ათვისების მიზნით.