საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო და საწარმოო ცენტრი (ს ს ს ც) ”ანალიზხელსაწყო”
საწარმოო pH - მეტრი
ხელსაწყო გამოიყენება წარმოების მრავალ სფეროში, სადაც წყალბადის იონების აქტივობის განსაზღვრა მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს.
ავეჯის კომპლექტი ქიმიური ლაბორატორიებისათვის
ავეჯის კომპლექტის დანიშნულებაა ქიმიური ლაბორატორიების აღჭურვა სხვადასხვა ტიპის სპეციალური ავეჯით, გამწოვი კარადითა და ქიმიური მაგიდებით.
ალტერნატიული ენერგიის წყარო
ალტერნატიული ენერგიისწყარო, რომლის დანიშნულებაა ქარისა და მზის ენერგიის, ელექროენერგიად გარდაქმნა და აკუმულირება. იგი აღჭურვილია მზის მიმყოლი სისტემით.
გამწოვი კარადა
გამწოვი კარადის დანიშნულებაა, პერსონალის უსაფრრთხოების მიზნით, ქიმიურ ლაბორატორიებში ჯანმრთელობისათვის საშიში ქიმიური რეაქციების ჩაკეტილ სივრცეში ლოკალიზება და გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების გაწოვა, მათი შემდგომი ნეიტრალიზაციის მიზნით.
კარადა რკინიგზის მართვის ელექტრული სისტემების საველე პირობებში განსათავსებლად
კარადის დანიშნულებაა მასში განთავსდეს რკინიგზის მართვის ავტომატიზებული სისტემების ელექტრული ბლოკები. კარადა საშუალებას იძლევა იგი განთავდეს ღია გარემოში რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით.
კიბემავალი შშმპირთა დასახმარებლად
კიბემავალის დანიშნულებაა დაეხმაროს შშმ პირებს კიბეებზე გადაადგილებაში.
კონდუქტომეტრი
ხელსაწყო განკუთვნილია სხვადასხვა სითხეების ხვედრითი ელექტრული გამტარებლობის განსაზღვრისათვის. ხელსაწყო შეიძლება გამოყენებული იქნას სახალხო მეურნეობის მრავალ სფეროში, სადაც სხვადასხვა ხსნარების (მათ შორის აგრესიულიც), კუთრი ელ. გამტარებლობის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს. ხელსაწყოს სასწავლო მიზნით გამოყენების შემთხვევაში იგი საშუალებას იძლევა მის საფუძველზე ჩამოყალიბდეს სტუდენტებისათვის მრავალი სხვადასხვა შინაარსის ლაბორატორიული სამუშაო.