საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო და საწარმოო ცენტრი (ს ს ს ც) ”ანალიზხელსაწყო”
ლაბორატორიული მიკროპროცესორული pH მეტრი
ხელსაწყო განკუთვნილია სხვადასხვა სითხეებში წყალბადის იონების აქტივობის (მჟავიანობა და ტუტიანობა) ავტომატური განსაზღვრისთვის. ხელსაწყო გამოიყენება სახალხო მეურნეობის მრავალ სფეროში, სადაც წყალბადის იონების აქტივობის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს. ეს დარგებია სოფლის მეურნეობა, სამედიცინო წარმოება, ეკოლოგია, სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები. აღსანიშნავია რომ ხელსაწყოს მენიუ სამენოვანია, მათ შორის ქართულენოვანი, რაც თავის მხრივ ქართულ ხელსაწყოთმშენებლობაში სიახლეს წარმოადგენს.
ნიადაგის ტენიანობისა და გარემოს ტემპერატურის მზომი თერმოჰიგრომეტრი
ხელსაწყოს დანიშნულებაა განსაზღვროს ნიადაგის ტენიანობა და გარემოს ტემპერატურა, რომელთა განსაზღვრასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სარწყავი სასოფლოსამეურნეო სავარგულებისა და სასათბურე მეურნეობნებისათვის. ეს ხელსაწყო საშუალებას იძლევა, იგი ჩართული იქნას აღნიშნული პარამეტრების რეგულირების ავტომატურ სისტემებში.
OX 01 საწარმოო დანიშნულების ჟანგბადმზომი
OX 01 ტიპის ჟანგბადმზომის დანიშნულებაა წყალში გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაციის გაზომვა. იგი წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას თბოელექტროსადგურებში თბოგადამტანში ჟანგბადის კონცენტრაციის გასაზომად. აგრეთვე თევზის წარმოების მეურნეობებში სათევზე ტბორების წყალში ჟანგბადის კონცენტრაციის კონტროლისათვის, ჟანგბადით გამდიდრების ტუმბოების ავტომატურ რეჟიმში ჩასართავად და გამოსართავად. ასევე საინტერესოა მისი გამოყენება ხილის შესანახ სასაწყობე მეურნეობებში გარემო ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციის გასაკონტროლებლად, რადგანაც ჟანგბადმზომი გაზურ არეშიც ჟანგბადის კონტროლის საშუალებას იძლევა.
(როგორც ჩვენთვის ცნობილია ასეთ საწყობებში სპეციალურად ამცირებენ ჟანგბადის კონცენტრაციას გარკვეულ დონემდე, ხილის გადამწიფების შესაჩერებლად)
ნიტრატ-იონების გამზომი ლაბორატორიული ხელსაწყო
ნიტრატ-იონების გამზომი ხელსაწყოს დანიშნულებაა გაზომოს ნიტრატის იონების კონცენტრაცია კვების პროდუქტებში, ნიადაგში, ზედაპირულ და ჩამდინარე წყლებში და სხვადასხვა საინტერესო სინჯებში. იგი წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას სახალხო მეურნეობის ისეთ სფეროებში როგორიცაა კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია და სხვა.