გიორგი ზარიძე

გიორგი ზარიძე
(1908-2002)

1934 წელს გიორგი ზარიძე მივლინებულ იქნა ქ. ლენინგრადში, საბწოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პეტროგრაფიული ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1936 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, იმავე წელს დაბრუნდა ქ. თბილისში და მუშაობა დაიწყო საქართველოს გეოლოგიურ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1938-39 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი.

1953 წელს იგი დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად. 1956 წლის 9 მარტს ქ. თბილისში საბწოთა არმიის მიერ დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა სისხლიც დაიღვარა, გიორგი ზარიძემ შეუძლებლად ჩათვალა დარჩენილიყო ინსტიტუტის ხელმძღვანელად და პირადი განცხადების საფუძველზე ამ თანამდებობიდან განთავისუფლდა.

1992 წელს გამოჩენილი ქართველ მეცნიერებთან ერთად დააფუძნა საქართველოს საინჟინრო აკადემია, რომლის უცვლელი საპატიო პრეზიდენტი იყო გარდაცვალებამდე.

1961 წელს ქ. მოსკოვში გამოიცა გ. ზარიძის კაპიტალური მონოგრაფია «საქართველოს მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროგრაფია», რომელმაც მეცნიერთა დიდი ყურადღება მიიპყრო.

1972 წელს ქართულ ენაზე გამოქვეყნდა სახელმძღვანელო «მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროლოგია».

1988 წელს ქ. მოსკოვში გამოქვეყნდა მისი წიგნი «პეტროგრაფია», ხოლო ქ. თბილისში - «პეტროლოგია».

1974 წელს გ. ზარიძემ წაიკითხა ლექციების ციკლი ბელგრადის უნივერსიტეტის გეოლოგიურ ფაკულტეტზე, 1976 წელს - გერმანულ ენაზე ფრაიბერგის სამთო აკადემიის გეოლოგიურ ფაკულტეტზე, 1979 წელს - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მინერალოგიის ინსტიტუტსა და ევროპის სხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ცენტრებში.

გ. ზარიძის დიდი მონდომების შედეგად 1985 წლის იანვარში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა სპექტრომეტრიისა და მინერალოგიური მასალათმცოდნეობის რესპუბლიკური ცენტრი, რამაც საქართველოში გეოლოგიისა და მისი მომიჯნავე დარგების მსოფლიო სტანდარტების დონეზე განვითარების პირობები შექმნა.

წეშმარიტი მამულიშვილისა და გამოჩენილი მეცნიერის - გიორგი ზარიძის ღვაწლი სამშობლოს საკეთილდღეოდ საქართველოს მთავრობამ - - - - წელს ღირსების ორდენით აღნიშნა. მცხოვანი მეცნიერი დაბადებიდან 90-ე წლისთავზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბწოს გადაწყვეტილებით გიორგი ნიკოლაძის მედლით დაჯილდოვდა.

გიორგი ზარიძე გარდაიცვალა 2002 წლის თებერვალში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

ბანერები