რაფიელ დვალი

რაფიელ დვალი 
(1909-1985)

რაფიელ რაფიელის ძე დვალი დაიბადა 1909 წლის 4 აპრილს ქ. ზესტაფონში. საშუალო განათლება მიიღო ქ. ქუთაისში. 1926 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, ხოლო 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი ერთხანს მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად, ხოლო 1932 წლიდან - კონსტრუქტორ-მკვლევრად ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში პროფესორ კ. ამირაჯიბთან, რომელმაც აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტშიც მიიწვია მექანიზაციის ფაკულტეტზე ასისტენტად, იმ დროისათვის ჯერ კიდევ საბოლოოდ ჩამოუყალიბებულ სატრანსპორტო და საავტომობილო დისცპლინებში სამუშოდ.

რ. დვალის პირველი გამოქვეყნებული შრომები მიეძღვნა მობილურ მანქანათა წევის გაანგარიშების მეთოდებს, რაც საფუძვლად დაედო მის საკანდიდატო დისერტაციას, რომელიც 1937 წელს დაიცვა, ხოლო 1938 წელს მიენიწა დოცენტის სამეცნიერო წოდება. 1941 წელს რ. დვალი გაიწვიეს არმიაში და 1943 წლამდე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.

1943-46 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტად, ასევე, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საცდელი სადგურის დირექტორად.

1946 წელს რ. დვალი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აყალიბებს ავტომობილების, ტრანსპორტის და ავტო-სატრაქტორო ძრავების კათედრას და უდგება მას სათავეში. აქ გამომჟღავნდა რ. დვალის მეცნიერულ-ორგანიზატორული უნარი და სულ მოკლე ხანში მის მიერ ჩამოყალიბებული კათედრა ერთ-ერთი მოწინავე გახდა ამ დარგში. კათედრის აღზრდილი სპეციალისტები შემდგომი საბწოთა კავშირში ცნობილი მეცნიერები და კონსტრუქტორები, საერთაშორისო პრემიების ლაურეატები გახდნენ.

1948 წელს რ. დვალმა ქ. მოსკოვში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიწა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

რ. დვალის მეცნიერულ შრომების დიდი ნაწილი მიძღვნილია მობილური მანქანების თეორიის საკითხისადმი, მან პირველმა ჩაატარა ფერდობზე ტრაქტორის მუშაობის თეორიული გამოკვლევა, დაადგინა მთის ტრაქტორის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრის მეთოდი, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრაქტორის თეორიის განვითარებაში. მას შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები ავტომობილების თეორიაშიც. რ. დვალი ითვლება ამ დარგის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

რ. დვალის მეცნიერული მიწევები სათანადოდ დაფასდა და იგი 1955 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

1948-1963 წლებში რ. დვალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტო-სატრანსპორტო ძრავების კათედრას განაგებდა. პარალელურად 1950-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალ - “მეცნიერება და ტექნიკის” რედაქტორი იყო.

1956 წელს რ. დვალი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად (რექტორად) დაინიშნა. ამ მაღალ თანამდებობაზე იგი 1958 წლამდე მუშაობდა და დიდი ძალისხმევა გასწია უმაღლესი განათლების შემდგომი განვითარებისა და მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდა საინჟინრო კადრების მომზადებისათვის. ფასდაუდებელია რ. დვალის ღვაწლი სტუდენტებისა და სპეციალისტებისათვის ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის, ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამტკიცების საქმეში.

1958 წელს რ. დვალი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. იგი 1972 წლამდე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ამ თანამდებობაზე.

1960 წელს რ. დვალმა ვ. მახალდიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს, რომელსაც 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს.

საავტომობილო და სატრანსპორტო მრეწველობისათვის საინჟინრო კადრების მომზადებას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი რ. დვალის მონოგრაფიებმა ქართულ ენაზე: “ავტომობილის თეორია”, “ტრაქტორის თეორია” და “ავტომობილის მოძრაობის მექანიკა”. შრომისათვის “ტრაქტორის თეორია” რ. დვალს 1973 წელს მიენიწა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

დიდია რ. დვალის დამსახურება სამეცნიერო კადრების მომზადებაში. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის 30-მა მეცნიერ-მუშაკმა დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

მობილურ მანქანათა კვლევის ქართული სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს რ. დვალის მაღალ მეცნიერულ ავტორიტეტზე მეტყველებს 1971 წელს გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო 1972 წელს - დრეზდენის ტენიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად მისი არჩევა.

რ. დვალმა დიდი შრომა გასწია ტექნიკურ მეცნიერებათა პოპულარიზაციისათვის. იგი 1958-1968 წლებში პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე იყო, იმავდროულად, 1959-1968 წლებში ჟურნალ “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბეს” რედაქტორობდა. ფასდაუდებელია რ. დვალის საქმიანობა ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის დამუშავების სფეროში. ტექნიკური ტექნოლოგიის გამოცემისათვის მას მიენიწა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ნიკოლაძის სახელობის პრემია.

1961 წელს რ. დვალს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიწა. იგი მანქანათა თეორიისა და მართვის პროცესებისადმი მიძღვნილი მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე იყო.

რ. დვალი, როგორც მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, ღირსეულად წარმოადგენდა ეროვნულ საინჟინრო სკოლას საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებში.

რ. დვალი ოთხჯერ იყო არჩეული საქართველოს უმაღლესი საბწოს დეპუტატად, ორჯერ - უმაღლესი საბწოს თავმჯდომარედ. მისი თავდადებული შრომა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მთავრობის მიერ უმაღლესი ორდენებითა და მედლებით იქნა აღნიშნული.

ვალმოხდილი მეცნიერი, აღმზრდელი და მოღვაწე მამულიშვილი, აკადემიკოსი რაფიელ დვალი გარდაიცვალა 1985 წლის ოქტომბერში. 

ბანერები