დავით კანდელაკი

  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო და აღიარებული წარმომადგენელი - დავით კანდელაკი. იგი დაიბადა - - - - წელს ქ. ქუთაისში, განათლებულ, ქართული ტრადიციების მქონე ოჯახში. მშობლები - ვლადიმერ კანდელაკი და ნეოლინა ჩხენკელი პედაგოგები იყვნენ და მოღვაწეობდნენ ქ. ბაქოში. მათ სამი შესანიშნავი ვაჟიშვილი გაზარდეს - გიგა, სანდრო და დავითი, რომლებიც ახალგაზრდობიდანვე ეწეოდნენ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობას და გასული საუკუნის 30-იანი წლების ავბედით ჟამს ემსხვერპლნენ.

დავით კანდელაკს საუნივერსიტეტო განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. იგი სრულყოფილად ფლობდა ევროპულ ენებს. განათლებით ეკონომისტს, ჯერ რუსეთში მოუხდა მუშაობა, ხოლო საქართველოში 1921 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა და დაინიშნა განათლების სახალხო კომისრად (მინისტრად). ამ დიდ ეროვნულ საქმეს მთელი 10 წლის განმავლობაში უანგაროდ, საქმის დიდი ცოდნითა და თავდადებით ემსახურა. იმ დროს განათლების უწყებაში შედიოდა სკოლამდელი აღზრდის კერები, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები, პროფესიულ-ტექნიკური განათლება, თეატრები, მუზეუმები, კინო და სახელმწიფო გამომცემლობა.

დავით კანდელაკის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული სახელმწიფო სამეცნიერო საბწოს პედაგოგიური სექციების უაღრესად ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ქართულ ენაზე საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის სახელმძღვანელოების შექმნა, პედაგოგიური კადრების აღზრდა, პედაგოგიკურ-მეთოდიკური მუშაობის დონის ამაღლებაზე ზრუნვა და სხვ.

1928 წლის ოქტომბრისათვის დამთავრდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის რეორგანიზაცია. მას შეუერთდა ამიერკავკასიის რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო განყოფილება და ამ ორი სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პროფესორთა საბწომ ინსტიტუტის პირველ რექტორად აირჩია ერთ-ერთი მისი დამაარსებელი, საქართველოს განათლების სახალხო კომისარი დავით კანდელაკი, ხოლო პრორექტორებად - პროფესორი ნიკოლოზ მუსხელიშვილი და პროფესორი ევგენი პეტკევიჩი. ჩამოყალიბდა სამი ფაკულტეტი: სამშენებლო - დეკანი კირიაკ ზავრიევი, სამთო-ქიმიური - დეკანი გიორგი წულუკიძე, ელექტრო-მექანიკური დეკანი - გიორგი გედევანიშვილი. დავით კანდელაკის, როგორც რექტორის საზრუნავი და სამოქმედო არე მეტად მრავალმხრივი იყო. ძალასა და ენერგიას არ იშურებდა ახალი კათედრების ჩამოყალიბების, პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის მაღალი დონის საინჟინრო-ტექნიკური კადრებით შევსების, სასწავლო და სამეცნიერო ბაზის შექმნისა და განვითარების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.

თანამედროვეთა დახასიათებით დავით კანდელაკი იყო მაღალი, მკერდგაშლილი, ჩაფსკვნილი, სპორტული აღნაგობის, საკმაოდ ლამაზი სახისა და დახვეწილი მანერების მქონე პიროვნება. ჰქონდა მაღალი შუბლი, ქართული, ოდნავ კეხიანი ცხვირი, თბილი, წკვიანი, კეთილშობილური და ნათელი გამოხედვა.

ერთი შეხედვით მკაცრი და უკარება კაცის შთაბეწდილებას ტოვებდა, მაგრამ გამოსაუბრებისას წამსვე შეიცნობოდა მისი დიდი ადამიანური, კეთილი ბუნება. იცოდა ყურადღებიანი მოსმენა და მიმზიდველი საუბარი. მასთან ნებისმიერი სოციალური წარმოშობისა და ასაკის ადამიანს შეეძლო გამოენახა საერთო ენა. ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ხელმოკლე სტუდენტებს, რომელთათვისაც იგი ადამიანობის ეტალონი ბრძანდებოდა.

დავით კანდელაკის უახლოესი მეგობრები იყვნენ ცნობილი ქართველი მეცნიერი შალვა ნუცუბიძე, მწერალი დია ჩიანელი და განათლების დარგის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - თეიმურაზ წუმბურიძე. მათთან ერთად დავით კანდელაკმა - - - - წელს საფუძველი ჩაუყარა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტს.

დავით კანდელაკი 1937 წელს მოსკოვში გამოიძახეს, სადაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 


ბანერები