18 ივნ

სიახლე

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების შესახებ
22 მაი

კონკურსი

ცხადდება კონკურსი!

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული მომზადების პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტთა შერჩევის მიზნით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებათ, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=219009&fbclid=IwAR3llWjsC1igXojh39vdEdXquu16i047zKfvcUwBIGRhyQFMQcR7mz9b0U4
19 მაი

აკრედიტაციის სახელმძღვანელო

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სახელმძღვანელოს მიზანია,
დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკეთ გაიგონ აკრედიტაციის
სტანდარტების მოთხოვნები.
სახელმძღვანელო შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე >>>>>სახელმძღვანელო<<<<
ყველა სიახლე

დაგეგმვა

დაგეგმვა (Plan)

უნივერსიტეტის სტრატეგიისა და მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მოთხოვნების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება ცალკეული სამუშაო პროცესის, ფუნქციის ან სამუშაოს კონკრეტული მიზნები და ამოცანები. ამრიგად, დაგეგმვის პროცესი უნდა მოიცავდეს მიზნების დასახვას, შესაბამისი რესურსების განსაზღვრას, გაწერილ ქმედებებს თითოეული მიზნის მისაღწევად და შესრულებული სამუშაოს პერიოდული შეფასების სქემას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

დაგეგმვა ხდება ხანგრძლივ და მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული შედეგების მიღწევის მოთხოვნის ფორმით. უნივერსიტეტის საქმიანობა უნდა იგეგმებოდეს სტრატეგიულ, ფუნქციონალურ, ოპერატიულ და ინდივიდუალურ დონეებზე. თითოეულ დონეზე შექმნილი გეგმა სასურველია მოიცავდეს მოქმედების მიზნებს, მიზნების მიღწევის გზებსა და შესრულების ვადებს, შესაბამის რესურსებსა და შესაძლებლობებს, სავარაუდო შედეგებსა და შედეგების შეფასების ინდიკატორებს. ამასთან, დაგეგმვა უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

-         რა მოითხოვება და რა შედეგების მიღება არის აუცილებელი?

-         რა ცვლილებების და ქმედებების განხორციელება არის ამისთვის საჭირო?

-         რა ინფორმაცია და რესურსი გვაქვს და რა მოითხოვება დამატებით?

-         რა პოტენციური წინააღმდეგობა შეიძლება შეგვხვდეს განხორციელების პროცესში?

პასუხები აღნიშნულ კითხვებზე მოგვცემს პროცესის ან სამუსაოს დაგეგმვის საშუალებას, რის შემდეგაც გადავალთ ციკლის შემდეგ ეტაპზე.