საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


ხარისხის უზრუნველყოფის სისტემ

უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოიცავს თანმიმდევრულ პროცესებს, შესაბამის მექანიზმებსა და პროცედურებს, რომლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების პროცესების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის ხარისხის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი ამოცანებია:

·    უნივერსიტეტის დახმარება მისიის, მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში;

·    უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პერიოდული შეფასება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი საქმიანობის ხარისხის შემდგომი ამაღლების მიზნით;

·    უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის განვითარების ხელშეწყობა.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სტრუქტურა

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოიცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც მონაწილეობს უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. იგი უნივერსიტეტის მართვის პროცესის შემადგენელი ელემენტების: დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივირებისა და კონტროლის განუყოფელი ნაწილია. სისტემა მოქმედებს უნივერსიტეტის მისიის, პოლიტიკის, სამართლებრივი და სხვა ვალდებულებების კონტექსტში, აგრეთვე, ეყრდნობ იმ ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს, რითიც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტითავის საქმიანობაში.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ახორციელებს ციკლურ პროცესს, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად, ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტს: დაგეგმვა, განხორციელება, შემოწმება და გაუმჯობესება (Planning, Implementing, Checking and Improving-PICI).

შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება უნივერსიტეტის ოფიციალური სტრუქტურები, რომთა საშუალებითაც ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა თუ ინიციატივა ამ მიმართულებით.