Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის - XIV საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეთოთხმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 18 მარტს, 11:00 საათზე - სტუდენტებისთვის და 16:00 საათზე - თანამშრომლებისთვის.

საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში - სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N219

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
17/03/2024

სიახლეებში დაბრუნება