საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

24-07-2015
“მსოფლიო და გენდერი”
 (საქართველო. თბილისი. კოსტავას ქ .77. ვებგვერდი: http://www.gtu.ge/)

2015 წლის 23-24 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ მსოფლიო და გენდერი ”.
კონფერენციის თემა: “მსოფლიო და გენდერი”

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:
  1. ქალი და პოლიტიკა;
  2. ქალი და კულტურა;
  3. გენდერი და კანონმდებლობა;
  4. ქალი და ბიზნეს-ინჟინერინგი;
  5. ქალი და მასმედია;
  6. გენდერი: პარადიგმები და დილემები.
კონფერენციაზე მუშაობის ფორმები:
  • მოხსენებით გამოსვლა;
  • დაუსწრებელი მონაწილეობა.
კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი (სტატია) გამოაგზავნეთ 2015 წლის 17 სექტემბრამდე, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: kipianimaia@gmail.com, პროფესორ მაია ყიფიანის სახელზე.

მოთხოვნა:
სტატია გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით თქვენთვის სასურველ ენაზე, არაუგვიანეს 2015 წლის 17 სექტემბრისა. ქართულ და რუსულ  ენებზე წარმოდგენილ სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 200 სიტყვისა.

სტატიის   მოცულობა – არაუმეტეს 4 გვერდისა
შრიფტი (ფონტი)— Times New Roman, 12pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის),  AcadNusx 12 pt (ქართული ენისთვის).
მინდორი (Margins) — ზედა -  2 სმ,  ქვედა - 2,5 სმ, მარცხნივ -  3 სმ, მარჯვნივ -  2 სმ.

სარეგისტრაციო მოსაკრებელი უცხოელი მონაწილეებისათვის - 40 $, საქართველოს მოქალაქეებისათვის   40 ლარი.
გადარიცხვის ვადა: 2015 წლის 4 ოქტომბრამდე.

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი:TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289
საერტაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,მსოფლიო და გენდერი
ფაკულტეტი 262

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები