სტუ-ს დოქტორანტის წარმატება

სტუ-ს დოქტორანტის წარმატება

03-12-2017 27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა არჩილ სურმავამ წამატებით დაიცვა სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი, პროფ. ალექსანდრე შარმაზანაშვილის ხელმძღვანელობით. კვლევა მიზნად ისახავდა ატლას დეტექტორის ერთიანი საინჟინრო გეომეტრიული მოდელის შექმნას, კერძოდ, კვლევის თემას წარმოადგენდა „ატლას დეტექტორის ინფორმაციული მოდელის ანალიზისა და სინთეზის მეთოდების დამუშავება მოდელირების ამოცანებისათვის“. საკვლევი საკითხი აქტუალურია ცერნში მომუშავე მეცნიერებისათვის და დისერტაციის დაცვაზე ერთ-ერთი რეცეზენტი ცნობილი მეცნიერი, პროფ. ჟან-პიერ ჩარლზ რევოლი (Jean-Pierre Charles Revol) იყო.

ჟან-პიერ ჩარლზ რევოლს აქვს ხარისხი ინჟინერიაში, მათემატიკაში და ნაწილაკების ფიზიკაში. ის იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც 1979 წელს აღმოაჩინა გლუონი ხოლოე 1983 წელს W± და Z0  ნაწილაკები, რისთვისაც ჯგუფის ორი წევრი დაჯილოებულ იქნა ნობელის პრემიით, ხოლო დანარჩენი წევრები - ღირსების მედალით.

ცერნის პროფესორმა მაღალი შეფასება მისცა სადისერტაციო ნაშრომის პრაქტიკულ მხარეს, მის ორიგინალურობას. მისი განცხადებით, ახალგაზრდა ქართველი მკვლევრის ნამუშევარში გამოყენებულია თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები და ეს ახალი მიდგომა კომპლექსური სისტემების გეომოეტრიების აღწერის შესახებ გამოყენებული იქნება არა მარტო ATLAS-ის ექსპერიმენტში.

პროფესორმა აღნიშნა დისერტრაციის საკმაოდ მაღალი ხარისხი, რომელიც ტოლს არ უდებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ნამუშევრებს.

 

სიახლეებში დაბრუნება