სიახლეები

26 აპრ

Erasmus+-სალექციო კურსი დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით

16-20 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ანა ფიცხელაურმა შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების კურსი ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით
26 აპრ

სტუდენტების შეხვედრა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან

27 აპრილს, 12:30 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ადმინისტრაციული კორპუსი, III სართ. მცირე სააქტო დარბაზი) საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან საპარლამენტო ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ
26 აპრ

ოთხი გამორჩეული ქართველი მეცნიერ-გეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღები

2018 წელს ქართული გეოლოგიური საზოგადოება აღნიშნავს ოთხი გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ალ. ჯანელიძის, კ. გაბუნიას, გ. ზარიძისა და ი. ბუაჩიძის საიუბილეო თარიღებს
25 აპრ

აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამა ჩანდიგარის უნივერსიტეტში

ჩანდიგარის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას, რომელიც 2018 წლის 30 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე გაიმართება
25 აპრ

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში

2018 წლის 9-27 ივლისს ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას
24 აპრ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო გამოფენა ბრატისლავაში

2018 წლის 9-11 ოქტომბერს სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და სპორტის მინისტრის ეგიდით, ბრატისლავაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
24 აპრ

გლობალური საუნივერსიტეტო გამოფენა 2018 მონგოლეთში

2018 წლის 25-27 ოქტომბერს ულან-ბატორში გაიმართება ყოველწლიური გლობალური საუნივერსიტეტო გამოფენა 2018 - Global University Fair 2018
23 აპრ

სტუ-ს წარმომადგენლები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ABET სააკრედიტაციო სიმპოზიუმში

12-16 აპრილს ქართული საუნივერსიტეტო დელეგაციის, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სან დიეგოში გამართულ ABET სააკრედიტაციო სიმპოზიუმში
23 აპრ

შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯი“ - სტაჟირება ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზე

შპს „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯი“ აცხადებს სტაჟირებას ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზე, 2018-2019 სასწავლო წლისთვის, მათემატიკის, ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების/კურსდამთავრებულებისთვის

23 აპრ

ინტელექტუალური კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აცხადებს განაცხადების მიღებას ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” სტუდენტური ლიგის 2018 წლის სეზონისათვის
23 აპრ

სტუ-ს სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო - პირველი საერთაშორისო ISO სტანდარტით აკრედიტებული სამედიცინო ტექნიკის ხარისხის ლაბორატორია საქართველოში

20 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს ISO სტანდარტით აკრედიტაცია მიენიჭა
22 აპრ

ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში

20 აპრილს, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია სტუმრობდა
22 აპრ

სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი

21 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ორგანიზებით „სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი“ დაფუძნდა
22 აპრ

საერთაშორისო ურთიერთობების, მართვისა და საზოგადოების საგაზაფხულო სკოლა

15-18 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, იტალიის რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს ერთობლივ საგაზაფხულო სკოლას „საერთაშორისო ურთიერთობების, მართვისა და საზოგადოების საგაზაფხულო სკოლა“
22 აპრ

„SciFinder®“ მონაცემთა ბაზა - პრაქტიკული სემინარები

24-26 აპრილს თბილისში გაიმართება „Chemical Abstracts Service“ (CAS) კომპანიის პრაქტიკული სემინარები, რომელიც ეხება SciFinder® მონაცემთა ბაზას და ამ ბაზასთან მუშაობას
18 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 7 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში, გაიხსნება სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
18 აპრ

საერთაშორისო კონფერენცია აზერბაიჯანში

2018 წლის 1-2 ივნისს ხაზარის უნივერსიტეტში (ბაქო, აზერბაიჯანი) ტარდება 1-ლი საერთაშორისო კონფერენცია One Health in Azerbaijan.
18 აპრ

ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა წარმატებას მიაღწია

14 აპრილს რუსეთში, ქ. სანკტ-პეტერბურგში, გაიმართა პროფესიონალური შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში SECH PROF-ის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა (კლუბის პრეზიდენტი რ. ქელდიშვილი) შოთა გვასალიამ.
16 აპრ

ღია კარის დღე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირთათვის

20 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული გ. ნიკოლაძის დარბაზი) გაიმართება ღია კარის დღე 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზე გამოცხადებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.
13 აპრ

საჯარო ლექცია ეკონომიკაზე კრიპტო ვალუტის ზეგავლენასთან დაკავშირებით

12 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ურუზმაგ ქარქუსოვის საჯარო ლექცია, რომელიც ეხებოდა კრიპტო ვალუტის გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე

სიახლეები 1 - 20 of 2730

ბანერები