სტუ-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა - Music Art House, საგარეჯოში კონცერტი გამართა

სტუ-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა - Music Art House, საგარეჯოში კონცერტი გამართა

 

სტუ-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა - Music Art House, საგარეჯოში კონცერტი გამართა

23-04-2024
სტუ-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა - Music Art House,  საგარეჯოში კონცერტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ ბაზაზე არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა საგარეჯოში, მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მიწვევით, კონცერტი გამართა.

კონცერტი საგარეჯოს კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფის - Music Art House, აქტიურ შემადგენლობაში შემავალმა არტისტებმა, მათ შორის: სოლო შემსრულებელმა (პიანისტი) - საბა ბასიაშვილმა, გოგონათა ვოკალურმა ბენდმა - Stars Wings და მუსიკალურმა ჯგუფმა - „მარე “.

კონცერტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები, შემოქმედებითმა ჯგუფმა - Music Art House, შეასრულა კომპოზიტორების გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის კომპოზიციები, The Beatles-ის შემოქმედებიდან ცნობილი სინგლები და  ასევე, ჯგუფის მონაწილე სტუდენტების საავტორო კომპოზიციები.

საუნივერსიტეტო შემოქმედებითმა ჯგუფის - Music Art House, მუსიკალური პროდიუსერის გიორგი ქურასბედიანის თქმით, კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, რაც დიდი მოტივაციაა ჯგუფის წევრებისთვის, იმ ფონზე, როცა, ჯგუფმა ერთი წელია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ახალი თაობა შემოიერთა და ამ პერიოდში საუკეთესო რეპერტუარი შექმნა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოდითგანვე წარმოადგენდა შემოქმედებითი ახალგაზრდების კერას. ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით ღირსეულად გაგვეგრძელებია დიდი ტრადიციები. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს, ადმინისტრაციას, იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს მაღალი დონის საუნივერსიტეტო განათლების მიღებასთან ერთად, პროფესიონალურ დონეზე განვახორციელოთ შემოქმედებითი აქტივობები”, - აცხადებს გიორგი ქურასბედიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფი - Music Art House, წელს პირველად მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან ღონისძიებაში “სტუდენტური ფესტივალი-2024”, სადაც Music Art House-ის არტისტები სამ კატეგორიაში - სოლო სიმღერა, დუეტი და მუსიკალური ბენდების კონკურსი -  მონაწილეობენ.

 

სიახლეებში დაბრუნება