პრესრელიზი

19-09-2007

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
პრეს რელიზი

19 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფ. არჩილ მოწონელიძე საქართველოში გერმანული ფირმა “სიმენსის” წარმომადგენლებს იურგენ ბაუერს, ფრედრიკ აბერგს და ივანე გაბაშვილს შეხვდა: განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ როგორც ტექნიკური დარგის სპეციალისტებს, მათი სურვილია პროექტის განხორციელება პირველ რიგში სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყონ.

კერძოდ: ამ კომპანიას შეხება ექნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან. პირველ ეტაპზე შეირჩევა 2 ფაკულტეტი, სადაც “სიმენსი’ ახალი პროგრამის ე.წ. “სიმენსი 21 თაობის” განხორციელებას დაიწყებს. ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, გაივლიან პრაქტიკებს როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ. ფირმის წარმომადგენლები დაეხმარებიან ახალგაზრდებს ცოდნის გაღმავებაში ამ კუთხით. პროგრამა 500-დან 1500 ევრომდე გრანტს ითვალისწინებს, რომელიც წარჩინებულ სტუდეტებს გადაეცემათ. ასევე, სტუდენტები აღნიშნულ ფირმაშიც დასაქმდებიან.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები