IT Startup დღეები

25-11-2010
IT Startup დღეები
 
25 ნოემბერს, IT Startup Days დღეების ფარგლებში სტუ-ში გაიმართა პირველი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საინკუბაციო პროექტების გამოვლენას და ამ მიმართულებით აქტივობების გაზრდას.
IT Startup წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს. პროგრამა ეხება კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემოს შექმნას. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ბიზნეს სკოლებისა და ფაკულეტების სტუდენტების, კოპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლებისა და ფაკულტეტების სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების ერთმანეთთან დაკავშირებას.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები