სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

14 ივნ

სტუ-ის სტუდენტი მსოფლიო თასის მფლობელი გახდა

უკრაინაში, ქალაქ  ბელგოროდ-დნესტროვსკში, ჭიდაობის სახეობა გრაფლინგში, მსოფლიოს თასზე ჩატარებულ ტურნირში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა
13 ივნ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2019 წლის 7 ივნისს, ღვინის სახლ „რეზერვში“ გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ ხომასურიძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - “ღვინის ზადი და ნაკლი“ პრეზენტაცია.
12 ივნ

ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი თურქეთის უნივერსიტეტის პროფესორს მიენიჭა

„მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნით - „საქართველოს პირველი წარმომადგენლობა ანკარაში და თურქულ-ქართული ურთიერთობები“ - ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის ხარისხის ღირსად მიმიჩნია“, - ამის შესახებ დოქტორმა დერია ჩინი შიმშექმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა.
12 ივნ

Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალი

Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა „ინოვაციების კონკურსი“, რომლის ფინალშიც, 3 მაისს, გამოვლენილი იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებული
11 ივნ

სტუ-ის პროფესორებმა გიორგი გაგოშიძემ და გიგა ქვარცხავამ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი გაგოშიძეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსი) სტატუსი მიენიჭა, აკადემიის სტიპენდიანტი კი სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერენგის ფაკულტეტის დეკანი, ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიგა ქვარცხავა გახდა.
11 ივნ

ესეების და ბლოგების კონკურსი თემაზე - „პენიტენციური და პრობაციის სისტემები დღეს“

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“, ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, რათა გამოვლინდეს საუკეთესო ნამუშევრები (ესე ან ბლოგი) პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის, არსებული ტენდენციების და გამოწვევების შესახებ. კონკურსის მიზანია სტუდენტების დაინტერესება და მათი ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.
11 ივნ

პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ - „დიდი იდეების კონკურსი“ (Big Idea Challenge)

„შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ პროექტის გლობალური კონკურსის - Big Idea Challenge ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “დიდი იდეების კონკურსი” (Big Idea Challenge) ჩატარდა
10 ივნ

ტექნიკურ უნივერსიტეტში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - ახალგაზრდული პერსპექტივა“. ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი, EU Neighbours East-თან და ProActive Group Georgia-თან თანამშრომლობითა და პარტნიორობით.
10 ივნ

Erasmus+ - სალექციო კურსი ელექტრული სქემების ანალიზის შესახებ ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

20-24 მაისს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფ. სიმონ ნემსაძე Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
10 ივნ

Erasmus+ საქართველოს ოფისის საკონტაქტო სემინარი - ავსტრიის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა დელეგაციის ვიზიტი

2019 წლის 14-15 მაისს, Erasmus+ საქართველოს ოფისის საკონტაქტო სემინარის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავსტრიული უნივერსიტეტების დელეგაციას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც
07 ივნ

მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”

29-30 მაისს, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა მე-5 საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”.
07 ივნ

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება

8 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება მულტი- და ინტერდისციპლინურ, სასწავლო-სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის -  „პოლიტიკა სამსჯავროზე“ პირველი სეზონის ფინალურისამსჯავრო პროცესი და გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება.
07 ივნ

ფოტოკონკურსი - Parallel Traces

„ისრაელის სახლი“, ევროკავშირთან  და AEPJ-სთან თანამშრომლობით, საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აუდიოვიზუალური ასახვის მიზნით, აცხადებს ფოტოკონკურსს - Parallel Traces.
07 ივნ

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო არქიტექტურული კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -  „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა.
07 ივნ

15-16 ივნისს „პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გაიმართება

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გაზიარებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის  მიზნით, 2019 წლის, 15-16 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გერმანიის საელჩოსთან თანამშრომლობით, გეგმავს მასშტაბური ღონისძიების „პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“
07 ივნ

პოსტერების კონკურსი - ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და მიწის მდგრადი მართვის პერსპექტივები საქართველოში’’

გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პოსტერების კონკურსში ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და მიწის მდგრადი მართვის პერსპექტივები საქართველოში’’.
07 ივნ

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია

„გაზრდილი ტრანსპარენტულობა და ფინანსური ინფორმაციულობა: ახალი შესაძლებლობები აკადემიური სექტორისა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის“ მონაწილეთა მსურველებისათვის
07 ივნ

ნერგების ფესტივალი

10 ივნისს,თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება. გამწვანების აქცია 10:00- საათზე, გლდანში (გლდანის პატარა ტბა) დაიწყება.
06 ივნ

სტაჟირება კომპანია „ევექსში“ ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის მიმართულებით

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  სტაჟირებას  ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში თბილისში „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სიახლეები 1 - 20 of 3271