ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგი ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

08-09-2016 ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგი ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
29 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Rzeszow University of Technology  - RUT) Erasmus+ პროგრამის KA107 (საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით) პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან და ბრაზილიიდან: საქართველოს მხრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 

ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგი ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
რომელსაც წარმოადგენდა ნინო ჟიჟილაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური), ტეტიანა კუჩინსკა (უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი „იგორ სიკორსკის სახ. კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“), ოქსანა ივანიცკა (უკრაინის ლვოვის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) და ჟაკლინ შულცი (ბრაზილიის ოურო პრეტოს ფედერალური უნივერსიტეტი).

ტრეინინგის ორგანიზატორი იყო ზემოაღნიშნული პროექტის კოორდინატორი ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ერაზმუსის ინსტიტუციონალური კოორდინატორი, ქალბატონი მონიკა სტანიში. 

ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგი ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
პროექტით გათვალისწინებული პერსონალის მობილობის ფარგლებში ორგანიზებული ტრეინინგის ინტენსიური გრაფიკი მოიცავდა სტუდენტებისა და აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის მობილობასა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების განხილვასა და დამუშავებას, მათ შორის კანდიდატთა შერჩევის ობიექტურ და გამჭვირვალე პროცედურებისა და შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრას; აგრეთვე მობილობის მსურველთათვის საჭირო კონსულტაციების გაწევას; მობილობამდე, მობილობის პერიოდში და მობილობის შემდეგ გამარჯვებულ კანდიდატთა სათანადო დახმარებასა და მხარდაჭერას (ფორმალური თუ სოციალური საკითხების მოგვარება); მობილობის შედეგების აღიარებას; მობილობის მონაწილეთა ინტეგრაციას და ასევე, მიღებული გამოცდილების განსაზღვრასა და გაზიარებას და პროექტის შედეგების დისიმინაციას.

ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგი ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
ტრეინინგის პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე არსებულ თანამედროვე ლაბორატორიები.

ტრეინინგის მონაწილეებს, ასევე, შეხვდა პროფ. გჟეგოჟ ოსტაში, ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. შეხვედრაზე განხილული იქნა ახალი ერთობლივი საერთაშორისო პროექტების პერსპექტივები.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://fao.portal.prz.edu.pl/en/erasmus-partner-countries/staff-training-weeek/

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები