სტუ- ის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

სტუ- ის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

 

სტუ- ის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

21-03-2024
სტუ- ის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

21 მარტს საქართველოში ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.

“ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, გისურვებთ პროფესიულ წარმატებებს.  მედიის ობიექტურობა დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერთ-ერთი უმაღლესი სკოლაა, სადაც მომავალი ჟურნალისტებიც ეუფლებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო პროფესიას. მინდა ჩვენს სტუდენტებს ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში - იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. 

აქვე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჟურნალისტები, უფალმა დაუმკვიდროს მათ სასუფეველი. თქვენ კი, მოქმედ თუ მომავალ ჟურნალისტებს, არასოდეს გამოგეცადოთ ომის სუსხი. მშვიდობა საქართველოს და მსოფლიოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს. წარმატებები თქვენ!”

 

სიახლეებში დაბრუნება