სტუ დასავლეთ საქართველოსა და სოფელ ასურეთთან დატრიალებული ტრაგედიების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

07-02-2024
სტუ დასავლეთ საქართველოსა და სოფელ ასურეთთან დატრიალებული ტრაგედიების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს უცხადებს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად და სოფელ ასურეთთან, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ოჯახებს.

„საუნივერსიტეტო საზოგადოება შეძრულია ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად  დატრიალებული ტრაგედიის, აჭარაში  - ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში ჩამოწოლილი ზვავისა და განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. მწუხარებას გამოვთქვამთ სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთის ჩამოვარდნით დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ასევე შეიწირა ადამიანების სიცოცხლე. სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებთ სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედს“... თვალს ვადევნებთ სტიქიის ზონებში მომუშავე მაშველთა კორპუსს და იმედს არ ვკარგავთ, რომ მეწყრის ზონაში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“.

სიახლეებში დაბრუნება