საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

22-12-2023
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, პრაღაში მოხდარი ტრაგედიის გამო,  მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს, ჩეხ კოლეგებს, სტუდენტებსა და ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

„საერთაშორისო საზოგადოება შეძრულია ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღის უნივერსიტეტში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,  დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა მათი ოჯახები და მძიმე სტრესი მიაყენა ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩეხ კოლეგებს, ჩეხეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩეხ ხალხს. ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ყველა ადამიანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში.   

 

 

სიახლეებში დაბრუნება