საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელოვან სპორტსმენსა და კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს 89-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელოვან სპორტსმენსა და კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს 89-ე წლისთავს ულოცავს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელოვან სპორტსმენსა და კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს 89-ე წლისთავს ულოცავს

23-02-2024
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელოვან სპორტსმენსა და კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს 89-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს სპორტის რაინდს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორს, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ სახელოვან და ღირსეულ კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს, დაბადებიდან 89 წლისთავს ულოცავს.

როგორც სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, როსტომ აბაშიძე ახალგაზრდა თაობისთვის თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თანაბრად წარმატებული იყოს სპორტულსა და აკადემიურ კარიერაში.

„საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავთ ბატონ როსტომ აბაშიძეს 89-ე დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას! როსტომ აბაშიძე ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ბერძნულ-რომაული სტილით ასპარეზობისას მარცხი არასოდეს განუცდია. 90-ზე მეტი ჩატარებული შეხვედრიდან აბსოლუტური უმრავლესობა მან გამარჯვებით დაასრულა და მხოლოდ რამდენჯერმე დასჯერდა ფრეს. გარდა შესაშური სპორტული მიღწევებისა, ის გამორჩეულია პიროვნული თვისებებით, რასაც ცხადყოფს მისი ახლო მეგობრობა ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც სპორტულ შეჯიბრებებში არაერთხელ დაუმარცხებია. როსტომ აბაშიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ასპირანტი გახლდათ, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი, წლების განმავლობაში, საინჟინრო მიმართულებით, საპასუხიმგებლო თანამდებობებს იკავებდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მრავალგზის პრიზიორი, დიდებული ფალავანი და სპორტის რაინდი, ამავდროულად, შესანიშნავი მშენებელ-ინჟინერი - როსტომ აბაშიძე ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის თვალსაჩინო მაგალთია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თანაბრად წარმატებული იყოს სპორტულ და აკადემიურ კარიერაში“.

სიახლეებში დაბრუნება