სტუ-ში ფაკულტეტებიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის დანიშვნის არჩევნები ჩატარდება

სტუ-ში ფაკულტეტებიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის დანიშვნის არჩევნები ჩატარდება

 

სტუ-ში ფაკულტეტებიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის დანიშვნის არჩევნები ჩატარდება

14-09-2023
სტუ-ში ფაკულტეტებიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის დანიშვნის არჩევნები ჩატარდება

3 ოქტომბერს სტუ-ში ფაკულტეტებიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის დანიშვნის არჩევნები ჩატარდება. 

არჩევნები ტარდება  შემდეგი ვაკანტური ადგილებისთვის : 

• ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - 1 ვაკანტური ადგილი;
• სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - 1 ვაკანტური ადგილი;
• საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1ვაკანტური ადგილი.

აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობას.

საბჭოს წევრს ირჩევს შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ფაკულტეტის საბჭოს წევრ-სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით.

კანდიდატებმა განცხადება უნდა შეიტანონ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში.განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი და ცნობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

არჩევნები ჩატარდება უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე, არჩევნების ჩატარებისსაუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

 

სიახლეებში დაბრუნება