სტუ - ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სტუ - ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 

სტუ - ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

23-02-2024
სტუ - ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  აქცია-პერფორმანსი  - „აქ შენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი”, გამართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში ქართველი იუნკრების ერთკვირიანი თავდადებული  ბრძოლა  როგორც დრამატული, ასევე სიამაყის განცდის დღეა და შემთხვევითი არაა, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ აქცია-პერფორმანსისთვის ზაზა აბზიანიძის ბრწყინვალე ლექსი - „იუნკრები“, შეარჩია.

„გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე თავის მემუარებში წერს: 103 წლის წინ, „როდესაც ლეიტენანტი მესხიშვილი შიშველი ხმლით მტერს ეკვეთა, მოულოდნელად მის უკან „ვაშას“ ძახილით იუნკრები გამოჩნდნენ…“. ჩვენი დამოუკიდებლობის დამცველი სამხედროები, სტუდენტები, სულ რაღაც 20-25 წლისანი იყვნენ. ისინი იბრძოდნენ მიწის თითოეული გოჯისთვის, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, არნახულ ძალას დაუპირისპირეს სამშობლოს სიყვარული და გარკვეული პერიოდით შეაკავეს კიდეც მტერი. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ახალგაზრდებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმესი, მაგრამ სიამაყის განცდით სავსე ფურცელი შეავსეს. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას,  ვინც აქცია-პერფორმანსი დაგეგმა, მათ  ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის, 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

სიახლეებში დაბრუნება