სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ - გაიმართება

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ - გაიმართება

 

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ - გაიმართება

09-02-2024
სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ - გაიმართება

2024 წლის 19-20 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით და საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან პარტნიორობით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, სტუ-ის პარტნიორი კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლები.

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური (წარიმართება თარჯიმნის გარეშე). 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის მიჰყვნენ დანართში მოცემული ფორმის მოთხოვნებს.

კონფერენციის პროგრამა დარეგისტრირებულ მონაწილეებს ინდივიდუალურად დაეგზავნებათ.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მონაწილეებს ვთხოვთ, 2024 წლის 18 თებერვლამდე, საკონფერენციო პრეზენტაციები (რეგლამენტი: 10-12 წუთი) გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: g.mikiashvili@gtu.ge

კონფერენციის მასალები, სტატიების სახით, კონფერენციის კრებულში გამოქვეყნდება.

 

საკონტაქტო პირი: პროფესორი გოჩა მიქიაშვილი (სტუ)

WhatsApp, Viber, Mobile phone: 599 50 32 81

სიახლეებში დაბრუნება