სტუ-ის შემოქმედებითი ჯგუფები „ქასთინგს“ აცხადებენ

სტუ-ის შემოქმედებითი ჯგუფები „ქასთინგს“ აცხადებენ

 

სტუ-ის შემოქმედებითი ჯგუფები „ქასთინგს“ აცხადებენ

17-10-2023
სტუ-ის შემოქმედებითი ჯგუფები  „ქასთინგს“ აცხადებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  შემოქმედებითი ჯგუფები   ახალი წევრების შერჩევის მიზნით „ქასთინგს“ აცხადებენ.  

24 ოქტომბერს, 15:00 საათზე,   ყველა სტუდენტს,  ვისაც სურვილი აქვს სწავლის პარალელურად  აქტიურად ჩაერთოს  ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებში - (სიმღერა, დაკვრა, ცეკვა და სცენა), გიწვევთ,  გახდეთ სტუ-ის  შემოქმედებითი გუნდის წევრები!

მსურველები უნდა გამოცხადდნენ  სტუ-ის II კორპუსი,  მე-3 სართული.

თეატრალური სტუდია „მოდინახე“.

საკონტაქტო პირი: გიორგი ქურასბედიანი, ტელ:557-53-28-11.

სტუ-ს ვაჟთა სახალხო კაპელა -  ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 17.00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზი. მის: მ. კოსტავას ქუჩა#77 (გ.სააკაძის მოედანზე)

 ხელმძღვანელი ციცი ფალავანდიშვილი, ტელ: 599 51 21 35;

სტუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19.00 საათზე სტუ-ს II კორპუსი, ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში. მის: მ.კოსტავას #67 (ტელევიზიის პირდაპირ)

ხელმძღვანელები: თემურ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი, ტელ: 599 77 94 77; 599 41 11 71;

სტუ-ს სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ - ყოველ დღე 12.00- დან 17.00-საათამდე სტუ-ს II კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია „მოდინახე“.

 ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე,  ტელ: 599 10 04 83

სტუ-ს ჯაზ-ბენდი - ოთხშაბათს და პარასკევს 14.00 საათზე , სტუ-ს IIკორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია „მოდინახე“. მის: მ.კოსტავას ქ.# 67 (ბენდს ესაჭიროება როგორც ვოკალისტები, ასევე ჩასაბერ ინსტრუმენტებზე, პორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის მსურველი ახალგაზრდები)

ხელმძღვანელი ირაკლი კალმახელიძე , ტელ: 577 42 10 17

სტუ-ს გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ჯგუფი „ქალდეა“ - კვირას 12.00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული.

ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე , ტელ.: 555 33 64 85

სიახლეებში დაბრუნება