„ტექინფორმი“ მადრიდში გამართულ გამოფენაში - OPEN SCIENCE FAIR 2023 მონაწილეობდა

„ტექინფორმი“ მადრიდში გამართულ გამოფენაში - OPEN SCIENCE FAIR 2023 მონაწილეობდა

 

„ტექინფორმი“ მადრიდში გამართულ გამოფენაში - OPEN SCIENCE FAIR 2023 მონაწილეობდა

17-10-2023
„ტექინფორმი“ მადრიდში  გამართულ გამოფენაში - OPEN SCIENCE FAIR 2023 მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტმა - „ტექინფორმი“, ღია მეცნიერების გამოფენაში - OPEN SCIENCE FAIR 2023, მიიღო მონაწილეობა.

გამოფენა ესპანეთის დედაქალაქში ჩატარდა და მასში 35 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარსდგენენ ევროკომისიის კვლევების, ინოვაცებისა და ღია მეცნიერების ხელმძღვანელი პირები, იუნესკოს ღია მეცნიერების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მეცნიერებაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის SciSpace დამფუძნებლები, მეცნიერები და მკვლევრები. ღია მეცნიერების გამოფენაში საქართველო „ტექნინფორმმა“ და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა მარინა რაზმაძემ, წარადგინა, რომელმაც პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დაესწრო მმართველი საბჭოს სხდომას, როგორც უკვე ხმის მიცემის უფლების მქონე სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

პროფესორ მარინა რაზმაძის თქმით, ინსტიტუტი „ტექინფორმი“აქტიურად თანამშრომლობს ღია მეცნიერების სერვისების განვითარების მიმართულებით სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციასთან, პლათფორმასთან თუ საერთაშორისო ქსელთან, როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „ტექინფორმი“, მიმდინარე წელს, AMKE OPEN AIRE-ის საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, მისი ოფიციალური წევრი და საქართველოდან პირველი წარმომადგენელი გახდა.  

ცნობისთვის, AMKE OPEN AIRE-ი 2018 წელს დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვლევითი ინფრასტრუქტურაა ევროპაში, რომელიც ღია მეცნიერების მიმართულებით სხვადასხვა სერვისს ქმნის და მიზნად ისახავს მისი პრინციპების პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას. OPEN AIRE-ს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 35-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელთაგან თითოეული ღია მეცნიერების პრინციპების შექმნასა და განხორციელებაშია ჩართული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ წარმოადგენს საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში მოთავე ორგანიზაციას. იგი მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. ტექინფორმი ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ძიების, შეგროვების, კლასიფიკაციის, ანალიზისა და სინთეზის, შენახვისა და გავრცელების სფეროში სამეცნიერო- კვლევით, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას.

 

სიახლეებში დაბრუნება