სტუ შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

სტუ შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

 

სტუ შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

13-08-2023
სტუ შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და აკადემიური-სამეცნიერო წრეების სახელით, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს: „ქვეყანაში უმძიმესი დღეებია - შოვში დატრიალებული ტრეგედიისა და განუზომელი ტკივილის გადმოსაცემად სიტყვები უძლურია. დღეს საქართველო გლოვობს. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, საზოგადოებას. მსუბუქი იყოს სტიქიის მსხვერპლთათვის საქართველოს მიწა... გმირობის ტოლფასია სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცების თავდადება - მათ შეუძლებელი შეძლეს. მადლობა თითოეულ მაშველს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების სიცოცხლე იხსნეს.“

სიახლეებში დაბრუნება