სტუ-ის რექტორი სატყეო დარგის წარმომადგენლებს მეტყევის დღეს ულოცავს

სტუ-ის რექტორი სატყეო დარგის წარმომადგენლებს მეტყევის დღეს ულოცავს

 

სტუ-ის რექტორი სატყეო დარგის წარმომადგენლებს მეტყევის დღეს ულოცავს

10-10-2023
სტუ-ის რექტორი სატყეო დარგის წარმომადგენლებს მეტყევის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, მეტყევის დღეს ულოცავს სატყეო დარგის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის -  სატყეო საქმე, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

„ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო და კურსდამთავრებულებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმაღლესი სკოლაა, სადაც მომავალი მეტყევეები ეუფლებიან ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიას და სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევნიან  მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და თავგანწირვით, რომელიც ყოველთვის იყო მეტყევის პროფესიის ადამიანების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები.  წარმატებები მინდა ვუსურვო მათ ამ მეტად კეთილშობილურ საქმიანობაში.

მეტყევის დღეს ვულოცავ, ასევე, ჩვენს სტუდენტებს, მომავალ მეტყევეებს, რომელთაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს საშუალებას მიიღონ კვალიფიციური განათლება და ცოდნა მოახმარონ ქართული ტყის დაცვასა და განაშენიანებას.

გახსოვდეთ ახალგაზრდებო, ტყის რესურსების სწორი და მდგრადი მართვით შესაძლებელია ეკონომიკური ეფექტის მიღება - ეს არის დავალება, რომელიც თქვენი შესასრულებელია. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

სიახლეებში დაბრუნება