სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი საერთაშორისო კონფერენციაში - „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები - CSIT 2023“, მონაწილეობდა

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი საერთაშორისო კონფერენციაში - „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები - CSIT 2023“, მონაწილეობდა

 

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი საერთაშორისო კონფერენციაში - „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები - CSIT 2023“, მონაწილეობდა

09-10-2023
სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი საერთაშორისო კონფერენციაში - „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები - CSIT 2023“, მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა საერთაშორისო კონფერენციაში - „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები - CSIT 2023“, მიიღო მონაწილეობა.

მეთოთხმეტე საერთაშორისო კონფერენცია ერევანში გაიმართა, რომელიც სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში ქართველი მეცნიერების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, ირანის, კანადის, ლიტვის, ნორვეგიის, რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთის, ფილიპინების, ყაზახეთის, ჩინეთის და ა.შ. წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი მეცნიერები ახალი იდეებით და საინტერესო თემებით წარსდგნენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერები კონფერენციაში, ნაყოფიერად და წარმატებით, უკვე მრავალი წელია ვმონაწილეობთ. კონფერენციის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის მკვლევარებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და წახალისება. წელს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორი თემა მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა წარვადგინეთ და ასევე, მასპინძლების გადაწყვეტილებთ, კონფერენციის რამდენიმე სექციიდან ორის თანათავმჯდომარე ვიყავით. ეს იყო ძალიან საინტერესო კონფერენცია, ახალი იდეებით და ახალი თემებით“, - განაცხადა პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ.

მეთოთხმეტე საერთაშორისო კონფერენციაში -  „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები - CSIT 2023“,ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამმა მეცნიერმა, ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ და მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარინე მენთეშაშვილმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე მუშაობდა სექციები: ალგორითმები, ავტომატები და ლოგიკა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, ღრუბლოვანი გამოთვლები, კრიპტოგრაფია და კიბერუსაფრთხოება, დისკრეტული მათემატიკა და კომბინატორული ანალიზი. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებები, ინფორმაციის თეორია და კოდირების თეორია, განაწილებული სისტემები, დიდი მონაცემები, სახეთა ამოცნობა და გამოსახულებათა დამუშავება, ტელეკომუნიკაციები და ქსელები და სხვა. კონფერენციის შრომების კრებული განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც გამოიცემა ჟურნალის სახით.

 

 

სიახლეებში დაბრუნება