ელექტრონული მასალის ჩაბარების წესი

სალექციო კურსის ელექტრონული ვერსიის ბიბლიოთეკაში ჩასაბარებლად აუცილებელია მიმართოთ სტუ-ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს სწავლულ მდივანს ლიკა გიორგობიანს (ადმინისტრაციული კორპ., მე-3 სართ., ოთახი 350).

თუ ელექტრონული მასალა (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, მეთოდური მითითებები...) დამტკიცებულია სტუ-ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ და მას აქვს მინიჭებული ISBN, ჩააბარეთ Pdf ფაილი ჩაწერილი CD დისკზე, ან გადმოგვიგზავნეთ Pdf ფაილი ელ.ფოსტაზე library1@gtu.ge

თუ ხართ ელექტრონული მასალის (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, მეთოდური მითითებები...) ავტორი და გსურთ თქვენი ნამუშევარი იყოს ატვირთული ელექტრონულ კატალოგში, მოგვმართეთ წერილობით ელ.ფოსტაზე library1@gtu.ge

უცხოური ელექტრონული მასალის (წიგნი, დისერტაცია (რომელიც არ არის სტუ-ში დაცული), სტატია და სხვ.), ქართულენოვანი ელექტრონული მასალის (შეძენილი სხვადასხვა წყაროდან) ბიბლიოთეკაში ჩასაბარებლად შეავსეთ ფორმა (მიუთითეთ წყარო) და ჩააბარეთ CD დისკთან ერთად.