რესურსები

კვლევითი ცენტრი

სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს 2007 წლიდან. სამშენებლო ფაკულტეტზე დაგროვილი ინტელექტუალური პოტენციალი და არსებული ლაბორატორიული ბაზა საშალებას გვაძლევს შევასრულოთ შემდეგი სახის სამეცნიერო კვლევითი და სამეურნეო სამუშაოები:

  1. კონკრეტულ ობიექტზე გამოყენებული საშენი მასალების (ბეტონი, არმატურა) სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა.
  2. ექსპერიმენტალური სამუშაოები ბეტონის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე სხვადასხვა ქიმიური დანამატების (მიკროსილიკა, პენეტრონი, კალმატრონი და ა.შ.) გავლენა.
  3. ცალკეული ობიექტებისათვის ბეტონის ოპტიმალური რეცეპტების შედგენა.
  4. სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე გამოყენებულ ბეტონებში წყალშეუღწევადობის კოეფიციენტის განსაზღვრა.
  5. საავტომობილო გზების ასფალტის და ასფალტობეტონის საფარის გეომეტრიული პარამეტრების დადგენა და მისი სიმტკიცის მახასიათებლის განსაზღვრა, ურღვევი მეთოდების გამოყენებით.
  6. ასფალტის და ასფალტობეტონის ფიზიკო-მექნიკური თვისებების დადგენა კერნის ამოღებით და მისი ლაბორატორიაში შემდგომი გადამუშავებით.
  7. ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერტული გამოკვლევა ურღვევი მეთოდების გამოყენებით.
  8. რკინაბეტონის კონსტრუქციების არმირების პარამეტრების და არმატურის კოროზიის ხარისხის დადგენა ურღვევი მეთოდების გამოყენებით.
  9. ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებში აღმოჩენილი ბზარების პარამეტრების დადგენა და მათი გავლენის დადგენა კონსტრუქციის მდგრადობაზე.
  10. მშენებარე და არსებულ ნაგებობებში ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კერნის ამოღებით და მისი შემდგომი ლაბორატორიაში გამოცდით და ასევე ბეტონის ახლეჩვის მეთოდით.
  11. ნაგებობების ფუნდამენტების ჯდომის პროცესის მონიტორინგი.
  12. არსებული ნაგებობების მზიდი ელემენტების კონსტრუქციული სქემის დადგენა და მათი ექსპერტული შეფასება.
  13. შენობა-ნაგებობების მდგრადობის კომპლექსური ანალიზი და საექსპერტო დასკვნის მომზადება.
  14. მშენებარე ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.
  15. სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე მშენებლობის პროცესის სამეცნიერო-ტექნიკური თანხლება.

 

    სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის
    სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
    ხელმძღვანელი                                                                                                      ვ. დვალიშვილი