ფაკულტეტი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ნინო ხაბეიშვილი /Nino Khabeishvili

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის

სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი /

Head of quality assurance department 

of the faculty, professor


ელ.ფოსტა /E-mail: n.khabeishvili@gtu.ge



მარინე ფარცხალაძე /Marine Partskhaladze

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის

სამსახურის მთავარი სპეციალისტი /

Chief Specialist of quality assurance department 

of the faculty


ელ.ფოსტა /E-mail: m.partskhaladze@gtu.ge



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს სტუ-ს წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ფაკულტეტის დებულებების შესაბამისად. რომელთა მიხედვითაც განსაზღვრულია აღნიშნული სამსახურის მიზანი, ამოცანები და ფუნქციები. კერძოდ,

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზანია:

·         არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასება და განვითარების ხელშეწყობა;

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ამოცანებია:

•      ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

•      სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით სწავლის, სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

•      ბოლონიის შეთანხმების ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების ფაკულტეტზე დანერგვის ხელშეწყობა;

•      საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ფაკულტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;

•      აკრედიტაციის სტანდარტებისა და კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, მათი შეფასების და მოდიფიცირების პროცესის ობიექტურობის, საჯაროობის და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა;

•      მიმზიდველი და რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის ხელშეწყობა;

•      სასწავლო პროცესის, განათლების ხარისხის და საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების რელევანტური რესურსებით (მათ შორის, მატერიალური და ადამიანური რესურსებით) უზრუნველყოფის სისტემატური შეფასება, შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

•      ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ეფექტიანი წარმართვა;

•      საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატური, ობიექტური თვითშეფასების განხორციელება, შედეგების ანალიზი, ადეკვატური რეკომენდაციების შემუშავება და დასახული ღონისძიებების შესრულების კონტროლი;

•      დადგენილი წესის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;

•      სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

•      უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების წესებისა და მეთოდიკის, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმების და მათი გამოყენების მეთოდოლოგიის შემუშავება;

•      შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

•      უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, საგანმანათლებლო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება;

•      შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე, ფაკულტეტზე განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის მიზნით, სისტემატური ტექნიკური მონიტორინგის ორგანიზება;

•      ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის სისტემატური თვითშეფასების პროცესების განხორციელება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

•      ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით, საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სამსახურებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მჭიდრო კავშირის დამყარება და თანამშრომლობა;

•      უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით, ფაკულტეტზე განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსების) სტრუქტურის და შინაარსს დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის სისტემური მონიტორინგი და მათი სრულყოფის წინადადებების შემუშავება თვითშეფასების მომზადების პროცესში;

•      ფაკულტეტის მატერიალ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და კონტროლი;

•      შემუშავებული კითხვარებით სტუდენტთა სისტემატური გამოკითხვის ორგანიზება, გამოკითხვის შედეგების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

•      ფაკულტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მობილობის პროცესისა და კრედიტების აღიარების კონტროლი;

•      საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ფაკულტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა.

ზოგადად, სტრატეგიული დაგეგმვა დინამიკური ციკლია, რომელიც მოითხოვს არსებული სიტუაციის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში დროულ რეაგირებას, ინფორმაციის ანალიზს, პრიორიტეტების გადასინჯვას, ახალი პრიორიტეტების განსაზღვრას და სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაზე თვალყურის დევნებას. ამ კონტექსტში ხდება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამოქმედო გეგმის შემუშავება.