Erasmus+ ანგარიში - სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელთა აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობა ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში

2024 წლის 25-29 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილი და ასისტ. პროფ. თამარ საჩანელი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები მარიკა ზვიადაძე და მარგალიტა სეროპიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Eszterházy Károly Catholic University - EKCU) (ეგერი, უნგრეთი). იხილეთ პროფ. ნინო ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში:

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენაეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი ერასმუს“+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 25 მარტიდან - 29 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა უნგრეთში, კერძოდ ეგერში, ესტერჰაზ ესტერჰაზ კაროლის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
მობილობის ფარგლებში მას დაგეგმილი ჰქონდა არამარტო აკადემიური საათების ჩატარება, არამედ მევენახეობა-მეღვინეობის ადმინისტრაციულ რგოლთან შეხვედრა.
• ვიზიტის მიზნებს წარმოადგენდა:
• საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ინფორმაციის გაზიარება;
• საქართველოს როგორც ვაზისა და ღვინის ქვეყნის გაცნობა;
• სტუდენტების გაცვლიტი პროგრამების ამოქმედება;
• დარგობრივი ერთობლივი პროექტების, მათ შორის კვლევითი წამოწყება; 
მობილობის პერიოდში განხორციელდა შეხვედრები, როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური კუთხით. 
დღეს, ესტერჰაზი კაროლის კათოლიკური უნივერსიტეტი სთავაზობს საგანამანთლებლო პროგრამებს ხუთ ფაკულტეტზე: ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა, ინფორმატიკის, პედაგოგიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზებზე. 
ადმინისტრაციული კუთხით შეხვედრის მსვლელობისას მოხდა ინფორმაციული მასალების გაცვლა-გაზიარება და დაისახა სამომავლოდ ქართველი და უნგრელი სტუდენტების გაცვლითი გეგმები. სურსათის, ღვინის კვლევისა და განვითარების ცენტრში კონკრეტულად შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივ თანამშრომლობის წამოწყებას. 
აკადემიური კუთხით, მევენახეობისა და მეღვინეობის სკოლაში წარდგენილ იქნა გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია საქართველოსა და მევენახეობა-მეღვინეობის, ქართული ჯიშებისა და ტრადიციული ტექნოლოგიის შესახებ და ასევე განხორციელდა დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩვენება.
დათვალიერებულ იქნა ლაბორატორიები და გაიმართა მსჯელობა ერთობლივი პროექტების მომზადების თაობაზე. ვიზიტის ფარგლებში დათვალიერებულ იქნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, ბიბლიოთეკები, მიღებულ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტში საგანმანათლბელო პროგრამების თაობაზე; 
ოფიციალური შეხვედრის დასასრულს ჩაისახა იდეა - სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, სადაც მესამე მხარე იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პარტნიორი სამთავრობო ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ჩართული იქნება დარგობრივ პროექტებში მათი შემუშავება-განხორციელების დროს.
სალექციო კურსის საკითხვის შემდეგ, გაიმართა დიალოგი კითხვა -პასუხის რეჟიმში".
01/05/2024

სიახლეებში დაბრუნება