პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი - აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამა

პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი (Capital Normal University) (პეკინი, ჩინეთი) ქართველი სტუდენტებისთვის აცხადებს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების პროგრამას, ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის - აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

გამოყოფილია სადოქტორო და სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამები კარტოგრაფიის და გეოგრაფიული სისტემების, ხელოვნური ინტელექტის, ქიმიის, ტურიზმის მენეჯმენტისა და სამართლის მიმართულებით.

აბრეშუმის გზის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
30/04/2024

სიახლეებში დაბრუნება