ევროპის კოლეჯი ნატოლინში - სასტიპენდიო პროგრამა ევროპის პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

ევროპის კოლეჯი ნატოლინში (College of Europe in Natolin) (ნატოლინი, პოლონეთი) აცხადებს 8 თვიან, სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამას (Natolin Fellowship Programme) 35 წლამდე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპის პოლიტიკით.

პროგრამის მიზანია გააძლიეროს ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდასაჭერად ევროინტეგრაციის გზაზე. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2024 წლის ივნისი/ივლისიდან 2025 წლის იანვარი/თებერვლამდე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: natolinfellowships@coleurope.eu 


30/04/2024

სიახლეებში დაბრუნება